'ორმოიანი საპირფარეშოები სოფლებშიც აღარ არის'-კანალიზაციის პრობლემა ქუთაისში
თარიღი : 24-05-2016, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, დეპოს ქუჩის მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის არარსებობას უჩივიან. მოსახლეობის თქმით, წლებია რაც მათ ეს პრობლემა აწუხებთ, თუმცა აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებიდან მათი მისამართით ყურადღება არავის გამოუჩენია.
დეპოს ქუჩაზე მაცხოვრებლები topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ " ცოტა უხერხულიც არის და სამარცხვინოც, მაგრამ ვართ ისე, როგორც ბევრ სოფელში, თუმცა ახლა იქაც აღარ არის ორმოიანი საპირფარეშოები."
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანია უახლოეს მომავალში არამხოლოდ დეპოს ქუჩაზე მაცხოვრებელთა, არამედ ქუთაისის ყველა იმ ქუჩაზე მცხოვრებთა პრობლემის მოგვარებას გეგმავს, რომელთაც კანალიზაციის სისტემის არარსებობა აწუხებთ.
"როგორც უკვე იცით, ქუთაისში მიმდინარეობს წყლის სისტემოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ქალაქი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა. ამის შემდეგ, ქუთაისში დაიწყება მეორე მასშტაბური პროექტი, რომელიც კანალიზაციის პრობლემის მოწესრიგებას ითვალისწინებს. ამისთვის 100 მილიონი ევროა გამოყოფილი,"-განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო რამიშვილმა.

იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
თარიღი: 22.04.18
თარიღი: 22.04.18
თარიღი: 09.04.18
ამინდი