Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ჩემი იყო,რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა"

თარიღი : 23-05-2016, 21:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტენოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მისი იყო, რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა, თუმცა ბათუმში სასაცილო პროექტი გააკეთა.

მისივე თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ღირებულება დაახლოებით 500 მლნ ევრო იქნება.

ივანიშვილის თქმით, განათლების გარეშე ვერც ერთი ერი ვერ განვითარდება და ამისთვის აუცილებელია მსგავსი პროექტები. ყოფილი პრემიერის განმარტებით, პროექტი ზუსტდება და ”ხვალ ზეგ ამ საკითხზე გაიმართება შეხვედრა მეცნიერებთან”.

”ცოტა სხვაობაა პროექტებს შორის. შეიძლება განხორციელდეს ამერიკული პროექტი. კოლაიდერზეა მხოლოდ საუბარი, ხოლო მრგვალ შენობაში იქნება ლაბორატორიები, ეს იოლია და მისი მშენებლობა დაიწყება ხვალვე. ის, რაც ”ნაციონალებმა” ბათუმში ააშენეს, იყო სასაცილო. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა თავიდანვე იყო ჩემი, ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ და სააკაშვილი საოცრად აღფრთოვანებული იყო”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბათუმში აშენებულ შენობას არ შეიძლება უნივერსიტეტი ეწოდოს, ვინაიდან ეს არის ”ლიფტის შახტა”.

”მიშამ სასაცილო რამე გააკეთა. ეს იყო ლიფტის შახტა და იქ აუდიტორიები ვერ განთავსდებოდა. ასევე აშენებდა ქალაქებს სააკაშვილი, როგორც ტექნოლოგიური პროექტი გააკეთა”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა და ყველას მოუწოდა, დალოდებოდნენ იმ პროექტის დასრულებას, რომელსაც ის ახორციელებს.

ივანიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებას დაეხმარება მანამ, ვიდრე ბიუჯეტს ამის საშუალება არ ექნება.

”ამბობენ, გაიყიდა უნივერსიტეტი და დაინგრა ქვეყანაო, ნახეთ ქუთაისის პროექტი. სააკაშვილის ხელწერით, ყველაზე ახლოს რაც არის განათლებასთან და მეცნიერებასთან, ეს გახლავთ ის ეშმაკის ბორბალი, რაც დაამონტაჟა იმ შენობაზე”, - განაცხადა ივანიშვილმა.

ipn.ge


ნანახია: 1966-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ივანიშვილის თქმით, თანხის ოდენობა, რომელიც ინსტიტუტის შენახვისთვის იქნება საჭირო ინსტიტუტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გახდება
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.
უნივერსიტეტის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება.
წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა მისცა.
ნიშნიანიძის თქმით, პროექტის ავტორს ბიძინა ივანიშვილს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების ადგილად თავის დროზე ქუთაისი ჰქონდა
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მერს შეხვდა

ამინდი