თერჯოლაში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა ჭაბურღილების მოწყობით მოხდება
თარიღი : 23-05-2016, 19:34 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა. განიხილეს სხვადასხვა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის პრობლემური საკითხები.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სასმელი წყლის პრობლემა სახელდება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჭაბურღილების მოწყობა იწყება. უახლოეს მომავალში სამუშაოები დაიწყება სოფელ ძევრში. პროექტის ღირებულება 56 460 ლარს შეადგენს ( „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ 27 892 ლარი; ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 568 ლარის თანადაფინანსებით); ჭაბურღილი მოეწყობა სოფელ კვახჭირში. პროექტის ღირებულება 45 321 ლარია („სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ 14 011 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 310 ლარის თანადაფინანსებით); პროექტი სოფელ ალისუბანსაც ეხება. აღნიშნულ სოფელში ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 65 564 ლარს შეადგენს და ის მთლიანად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ ფინანსდება.
როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ჭაბურღილების მოწყობა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაგრძელდება.