Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას ზიკას ვირუსი დაემუქრა

თარიღი : 23-05-2016, 18:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) ინფორმაციით, ამ ზაფხულს ზიკას ვირუსმა შესაძლოა, ევროპას შეუტიოს. მისი გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი კი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კერძოდ, რუსეთსა და საქართველოში და კუნძულ მადეირაზეა, ანუ იმ ადგილებში, სადაც ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობაა გავრცელებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, აღმოფხვრან კოღოს გავრცელების ნებისმიერი საშუალება, ასევე დარწმუნდნენ, რომ ხალხს, განსაკუთრებით ორსულებს, აქვთ ინფორმაცია ზიკა ვირუსის შედეგების შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა. როგორც ცნობილია, ვირუსი კოღოების მიერ ვრცელდება.

ტურისტული სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ამ ინფორმაციის გავრცელებამ, შესაძლოა, ქართულ ტურიზმს პრობლემები შეუქმნას. ამ საფრთხეზე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები უკვე საუბრობენ.

ტურისტული კომპანია „ბენეტურის" ხელმძღვანელი ლიკა გუგუშვილი ამბობს, რომ მსგავს განცხადებებს ადრეც მოუხდენია გავლენა ტურისტების რაოდენობაზე და გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხული იქნება. მისი თქმით, გააჩნია როგორ და რა ინტენსივობით გააგრძელებს მსოფლიო ორგანიზაცია ამ თემაზე საუბარს. თუმცა, მისივე თქმით, ერთ განცხადებასაც კი შეუძლია ტურისტული ნაკადი შეამციროს. „თქვენც რომ იყოთ და მსგავსი რამე გაიგოთ, ხომ შეიკავებთ თავს? „-აცხადებს გუგუშვილი.

რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, მისი თქმით, ძალიან დიდი მოთხოვნა ფიქსირდება რუსეთიდან, თუმცა, მსგავსი ტიპის განცხადებებმა შეიძლება ტურისტების საქართველოთი დაინტერესება შეამციროს.

ტურისტული კომპანია „ინტერკონტინენტალის" ხელმძღვანელი ნინო მახვილაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადება ნამდვილად მოახდენს გავლენას ტურისტების რაოდენობაზე. მახვილაძე ამბობს, რომ როდესაც მსგავსი საფრთხის შემცველი პროცესები ხდება, ტურისტები ყოველთვის თავს იკავებენ გადაადგილებისგან .

ტურისტული კომპანია „ჯორჯია თრეველ გრუპში" ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის არცერთი შემთხვევა საქართველოში ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა, მსგავსი შინაარსის განცხადებები აუცილებლად მოახდენს გავლენას ტურისტების რაოდენობაზე.

ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე კი ამბობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვალდებულია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმირებული ჰყავდეს მსოფლიო მოსახლეობა. თუმცა, რადგან ჩვენს შემთხვევაში ზიკას ვირუსის გავრცელების ფაქტი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, მხოლოდ განცხადება მოახდენს თუ არა რაიმე ტიპის გავლენას ტურისტების შემოსვლაზე. შედეგად, კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ ის მსგავსი ტიპის საფრთხეებზე ვერ ისაუბრებს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, საქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია. „საქართველოში ზიკა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია. საქართველოში არიან გადამტანი (კოღოები), მაგრამ არ გვყავს დაავადებული. ჩვენთან რისკი მოიმატებს იმ შემთხვევაში, თუ გვეყოლება ზიკა ვირუსით დაავადებული ადამიანი. ინფორმაციას ვიღებთ ყველა ახლომდებარე ქვეყნიდან. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჯერ არსად დაფიქსირებულა ზიკა ვირუსით დაავადების შემთხვევა. შესაბამისად, რისკები დაბალია. კოღო არის გადამტანი. თუმცა ის ვერაფერს გაიტანს, თუ ზიკა ვირუსით არავინ დაავადდა", - განაცხადა გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები იგეგმება.

შეგახსენებთ, ვირუსი ზიკა ძირითადად ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. იგი კოღოს ნაკბენით გადადის. სიმპტომებს კონიუნქტივიტი და თავის ტკივილი წარმოადგენს. ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს იმ ქალებს უქმნის, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, ვინაიდან აღნიშნული ვირუსის მატარებელი დედის შვილები მიკროცეფალიით იბადებიან.



commersant.ge


ნანახია: 546-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოში უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსი და ეს ჯერჯერობით არის H3. ვირუსის უმთავრესი ცირკულაცია მაინც დედაქალაქშია, თუმცა უახლოეს
გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება.
მედიკოსებს სწავლებები ებოლას ვირუსით გამოწვეულ დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით უტარდებათ.
იგი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა.
პაატა იმნაძე დაავადებულ მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.
გრიპის ვირუსის გართულებების განვითარების რისკ- ჯგუფებს მიეკუთვნებიან გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და მათი პრობლემით
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ნიკუშა ნარსია მის კონკურენტს 'ქართული ოცნებიდან' ხალხის იძულებით
გახსნის ცერემონიალზე ახალგაზრდებს გიორგი ჭიღვარიამ და ირაკლი შენგელიამ სიტყვით მიმართეს.

ამინდი