ხარაგაულელ მოსწავლეებს დიდ ბრიტანეთში სწავლის შანსი გაუჩნდათ
თარიღი : 23-05-2016, 14:36 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა, დაბის N3 საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე ნინო ჭყოიძე (ქართული ენა) და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მე–11 კლასის მოსწავლე ლაშა ბუხნიკაშვილი (ისტორია). გამარჯვებული მოსწავლეები სამი კვირით „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ წავლენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ორ აქტივობას ახორციელებს: „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ და „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში“.
აღნიშნული პროგრამით, „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლისთვის“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-9, მე-10 და მე-11 კლასებიდან 600 მოსწავლე შეირჩა.
საზაფხულო სკოლის 600 მოსწავლისთვის სამ კვირიანი ინტენსიური ინგლისური ენის საზაფხულო კურსი განხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ, ყოველი მონაწილე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საზაფხულო სკოლის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს მიიღებს.
საბოლოოდ, საზაფხულო სკოლის 600 მონაწილიდან 36 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.