'ადგილობრივი თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკა ოჯახურ-ნათესაობრივი კლანით განისაზღვრება'
თარიღი : 23-05-2016, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქეთი დეისაძემ ჟურნალისტეთან შეხვედრა გამართა.
ქეთი დეისაძე გაერთიანებაში მოულოდნელი რეოგანიზაციის შედეგად სამი შტატის გაუქმებას, მისი და გაერთიანების მმართველის ორი მოადგილის სამსახურიდან დათხოვის ფაქტს უკანონოს უწოდებს. გადაწყვეტილების გასაჩივრებას კი ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები სასამართლოში გეგმავენ.
"ჩვენ თვლით, რომ ეს არის უკანონო რეორგანიზაცია და კანონიერების დასადგენად მივმართავთ სასამართლოს. ვთვლი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა კონკრეტულად ჩემს მიმართ იმიტომ, რომ მე ვარ გია თევდორაძის მეგობარი, რის გამოც 3 წელია ვიდევნები. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობის მხრიდან,რომელთა საკადრო პოლიტიკა განისაზღვრება ოჯახურ-ნათესაობრივიი კლანით,"- განაცხადა ქეთი დეისაძემ.
დეისაძემ ისიც აღნიშნა,რომ მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე გაერთიანების უკვე ყოფილი თანამშრომლები ინფორმირებული არ იყვნენ. დეისაძე იმასაც ამბობს, რომ ფინანსური კუთხით სამი შტატის გაუქმების აუცილებლობა სამსახურში არ იყო.
ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე გამოეხმაურა. ლორთქიფანიძე პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს და გაერთიანებაში შემცირებებს რორგანიზაციით ხსნის.
მარუსა ხურციძე