Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში ჭიათურის საპატიო მოქალაქის 80 წლის იუბილე აღნიშნეს

თარიღი : 23-05-2016, 12:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში განათლების სფეროს ღვაწლმოსილი მუშაკის, საქართველოს დამსახურებული პედაგოგის, ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორის, ღირსების ორდენის კავალერისა და ჭიათურის საპატიო მოქალაქის, ნანული წერეთლის დაბადებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა მალხაზ წერეთელმა, ნანული წერეთლის კოლეგებმა,ყოფილმა მოსწავლეებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა იუბილარის განვლილ გზაზე, მის ღვაწლზე ,ასევე დღევანდელ წარმატებებზე ისაუბრეს და ღვაწლმოსილ პედაგოგს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს. ჭიათურის საპატიო მოქალაქეს ნანული წერეთელს იუბილე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამაც მიულოცა.

„ქალბატონი ნანული გახლავთ ჭეშმარიტი ნოვატორი და რეფორმატორი ამ სიტყვის უმაღლესი გაგებითა და მნიშვნელობით.მას გააჩნია მაძიებელი და შემოქმედებითი სული,ახალგაზრდული ხალისი და შემართება,უშრეტი ენერგია და თავგანწირული მსახურების უნარი,“-ასე დაახასიათა მეუფე დანიელმა იუბილარი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ ისაუბრა იმ დიდი ღვაწლის შესახებ,რომელიც ქალბატონ ნანულის მიუძღვის ჭიათურის განათლების წინაშე.

„იოლი როდია მთელი ცხოვრება ღირსეულად ემსახურო შენს ქალაქს,ათწლეულები უხელმძვანელო განათლების სფეროს,თანაც უხელმძვანელო უნარიანად და წარმატებულად.ეს რჩეულთა ხვედრია და სწორედ ამ რჩეულთა რიცხვს განეკუთვნება ქალბატონი ნანული,ჭიათურის გამორჩეული ადამიანი,რომელიც დღესაც მთელი შემართებით წარმართავს ახალგაზრდების აღზრდას,"- აღნიშნა სულხან მახათაძემ.
http://topnews.com.ge/photo/news/20160523124011.png

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.ცნობილმა კომპოზიტორმა მაცაცო სებისკვერაძემ, თეატრალურ კვარტეტთან ერთად, უამრავი ლამაზი სიმღერა უძღვნა იუბილარს.ემოციური შეხვედრის ბოლოს, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა მადლობა გადაუხადა ყველას სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ულამაზესი საღამოს მოწყობისათვის.

ნანული წერეთლის საიუბილეო წელთან დაკავშირებით,გამოიცა წიგნი „დაე,დარჩი შუქად“,რომლის პრეზენტაციაც იმავე დღეს გაიმართა თეატრის ფოიეში.წიგნში შესულია კოლორიტი ქალბატონისადმი მიძღვნილი მილოცვები,წერილები,ლექსები და ჩანახატები.
http://topnews.com.ge/photo/news/20160523123925.png

NS


ნანახია: 316-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის კულტურულ შემოქმედებითი ცენტრის დიდ დარბაზში ადგილობრივმა ხელისუფლებამ 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
სულხან მახათაძე და გამგებლის მოადგილე ლალი კაპანაძე კულტურის სფეროში წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დღეს ყველაზე საპატიო სტუმრები -ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასელები ეწვივნენ.
დასუფთავების აქციის მონაწილეებმა ქალაქის ტერიტორიის დიდი ნაწილი პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართული თეატრისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო კაბინეტში ზურაბ კუპატაძის მოწვევით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ჩატარდა.
საუბარია ძირითადად დასავლეთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე. აღნიშნულ მონაცემებს Momxmarebeli.ge აქვეყნებს.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
იგი მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ამინდი