Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულელი მოსწავლის წარმატება 'ეტალონის' ფინალურ თამაშზე

თარიღი : 23-05-2016, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები   
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან 82 მოსწავლე იბრძოდა "ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მოსაპოვებლად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ,,ეტალონზე“ მარელისის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ მარიამ ფცქიალაძემ წარადგინა. მარიამ ფცქიალაძემ პირველ ცხრა ადგილზე გასულ მოსწავლეთა შორის დაიკავა ადგილი.

ხარაგაული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ ფინალური თამაშისთვის აქტიურად ემზადებოდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მარიამ ფცქიალაძის გულშემატკივრებისთვის დაფინანსდა 154 ბილეთის შეძენა და ტრანსპორტირება.

„ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ მარიამ ფცქიალაძის საგულშემატკივროდ სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, დავით კიკნაძე: „ჩვენთვის საამაყოა მარიამის წარმატება. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს მას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტურება ქონდა, სადაც 9,8 ქულა აიღო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მარიამს მივულოცო წარმატებები, ხოლო ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას გადავუხადო მადლობა, რომელმაც ბილეთების შეძენა და ტრანსპორტირება დააფინანსა. დღეს მარიამს მთლიანად ხარაგაული, სპორტის სასახლეში კი 154 ხარაგაულელი გულშემატკივრობდა.“

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული, საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ ბათუმის კერძო სკოლა "ნიკეს" მე-11 კლასის მოსწავლე, ანრი ფაღავა გახდა, რომელმაც 31,11 წამში 75 ქულის მოპოვება შეძლო. ანრის ფულადი პრიზი, 20 000 ლარი გადაეცა.

მეორე ადგილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნია შაქარაშვილმა დაიკავა, რომელსაც საჩუქრად 6 000 ლარი გადასცეს.

ინტელექტ-შეჯიბრის ფინალში მესამე ადგილზე ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, გაგა გვიჭიანი გავიდა, რომელსაც საჩუქრად ფულადი პრიზი, 4 000 ლარი გადაეცა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი 2015 წლის შემოდგომიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, შემოქმედებით გუნდთან ერთად, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ეწვია. ის ადგილზე ავლენდა "ეტალონ მოსწავლეებს".

NS


ნანახია: 574-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში 82 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან-სოფ. ქვედა სიმონეთის მე-10
ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ 'ეტალონის' ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
გთავაზობთ, ქუთაისის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.
ლადო მესხიშვილის ქუთაისის დრამატულ თეატრში ქალაქის 40 სკოლის მოსწავლე ერთმანეთს "ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მოსაპოვებლად
ინტელექტუალურ ჩემპიონატ ,ეტალონში" თერჯოლის 24 საჯარო და ერთი კერძო სკოლის 73 მოსწავლე მონაწილეობდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარის
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი