ქუთაისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ
თარიღი : 27-10-2013, 21:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას უკვე ზეიმობ ენ.
კოალიციის აქტივისტებმა ჯერ ფოიერვერკი გაუშვეს, ხოლო ამ წუთებში კოალიციის დროშებით ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიასთან იმყოფებიან.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ქუთაისში დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო. გიორგი მარგველაშვილმა ხმების 65-70% აიღო და უხეში გათვლებით მას 70 000-მდე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ქუთაისში, როგორც არასდროს, ისე მშვიდად ჩატარდა არჩევნები,“ - ამბობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზაზა მარუაშვილი.
ცნობისთვის, რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის შედეგების მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს ხმების 65%-ზე მეტი აქვს.