გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის წყალსაცავებზე გეგმიური გარეცხვის სამუშაოები ჩატარდება
თარიღი : 23-05-2016, 11:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის წყალსაცავებზე გეგმიურ გარეცხვის სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, მდინარე რიონში წყლის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება. 3 დღის განმავლობაში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის წყალსაცავებზე გეგმიური გარეცხვის სამუშაოებს ჩაატარებს, მოხდება წყალსაცავებზე მდინარის მიერ ჩამოტანალი ნაგვის გატანა-გაწმენდა.
გეგმიური გარეცხვის სამუშაოების მიზანია წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, 3 დღის განმავლობაში, გუმათი-1, გუმათი-2 და რიონის ჰიდროელექტრო სადგურები გაჩერდება.
აღნიშნული სამუშაოები ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რაც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან," - ნათქვამია განცხადებაში.