'გვინდა, ახალგაზრდებმა თავიანთი ქვეყნის ულამაზეს კუთხეებში იმოგზაურონ'
თარიღი : 22-05-2016, 21:32 | კატეგორია: ახალი ამბები

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალი ვებ გვერდი სახელად „ჰორიზონტი" გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით სამოგზაურო ტურებს სთავაზობს. აღნიშნული ინიციატივა სამ მეგობარს ეკუთვნის, რომელთაც კლუბის შექმნის იდეაც აერთიანებთ.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge კლუბის ერთ-ერთ დამფუძნებელს თედო სართანიას ესაუბრა.
როგორ გაჩნდა კლუბის შექმნის იდეა?
მე და ჩემს მეგობრებსა და კლუბის თანადამფუძნებლებს ნიკა ქარსელაძეს, თორნიკე კობახიძეს ყოველთვის გვინდოდა გვემოგზაურა საქართველოს ულამაზეს კუთხეებში. უამრავი ადამიანი არსებობს, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობაზე ოცნებობს, თუმცა უმეტესობას არც კი უნახავს საქართველოს ულამაზესი მხარეები. ეს ხდება მაშინ, როცა უამრავი უცხოელი ტურისტი ჩამოდის და აღფრთოვანებულია ჩვენი ქვეყნის ბუნებითა და ღირსშესანიშნაობებით. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ ახალგაზრდებს ჰქონოდათ საშუალება, ემოგზაურათ თავიანთი ქვეყნის ულამაზეს კუთხეებში.

აღნიშნულ ინიციატივას როგორი გამოხმაურება მოჰყვა ახალგაზრდების მხრიდან?
დაინტერესება მაღალია. უკვე გვქონდა ორი ლაშქრობა მცხეთასა და სამცხე-ჯავახეთში. ამ მოგზაურობამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მათში. თითქმის ყველა მათგას გაუჩნდა სურვილი, კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მოენახულებინათ სამცხის ულამაზესი ბუნება და კულტურული ძეგლები.
როგორ უკავშირდებით ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ ინტერესი თქვენი კლუბის მიმართ?
ძირითადად სოციალური ქსელით. შევქმენით გვერდი, რა თქმა უნდა, გვერდის გავრცელებაში დიდი წვლილი მეგობრებს მიუძღვით.
საკუთარი იდეის განხორციელებამდე გქონიათ თუ არა მსგავს კლუბებთან შეხება და თავად თუ გიმოგზაურიათ მათთან ერთად?
სამწუხაროდ, არ გვქონია, მაგრამ მეგობრები ბუნებაში სალაშქროდ ხშირად დავდიოდით.

რა სირთულეების გადალახვა მოუწია „ჰორიზონტი“-ს დაარსების შემდეგ?
იყო ბევრი სირთულე, მაგრამ ყველაზე მეტად გამოცდილების ნაკლებობის პრობლემა გვქონდა. ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორატმა ბევრი საინტერესო იდეა მოგვაწოდა და ჩვენი იდეებიც გაიზიარა. ეს სირთულე უკვე გადავლახეთ და გამოცდილების ნაკლებობასაც აღარ განვიცდით.
ვინ არის კლუბის სახელისა და ლოგოს ავტორი?
სახელიც და ლოგოც ჩვენ მოვიფიქრეთ. ძალიან მარტივი და ეფექტური სახელი უნდა შეგვერჩია და მგონი გაამართლა კიდეც.
როგორ განავითარებთ თქვენს იდეას უახლოეს მომავალში?
უახლოეს მომავალში, ნდობის მოპოვების პარალელურად, ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ჩვენი მოგზაურობებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი სურვილი, შენიშვნა და კომენტარი არ გამოგვეპაროს, რომლებსაც ჩვენი მომავალი მეგობრებისგან მივიღებთ.