Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სპორტის რომელი სახეობა ეხმარება ბავშვს სწავლაში

თარიღი : 22-05-2016, 18:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
როცა ბავშვისთვის სწავლაში ხელის შეწყობა სურთ, მშობლები პირველ რიგში რეპეტიტორებს ქირაობენ. მაქსიმალურად ტვირთავენ ბავშვს სასწავლო პროგრამით. პატარები ლამის დაბადებიდან დადიან სხვადასხვა წრესა თუ სტუდიაში, კერძო მასწავლებლებთან ინგლისურისა და მათემატიკის გაძლიერებულ პროგრამას ეუფლებიან.

პრაქტიკულად, თანამედროვე ბავშვს (თუ ყურადღებიანი და შეძლებული მშობელი ჰყავს) თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. ბავშვი რომ დაკავებულია, ამაში ცუდი რა არის, მაგრამ ყველა ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობები სხვადასხვანაირია. შედეგად, გადატვირთული ცხოვრების რეჟიმი უფროს კლასებში პრობლემებს იწვევს. კერძოდ, ჰიპოდინამიას და მასთან დაკავშირებულ არაერთ დარღვევად გარდაიქმნება.

უმოძრაობა იწვევს თავის ტკივილებს, მოთენთილობას, ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითებას, ბავშვებს უჭირთ სასკოლო მასალის აღქმა, რაც დაბალ ნიშნებში გამოიხატება. ანუ ბავშვის წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად თამამად შეგიძლიათ დაბალი ფიზიკური აქტივობა დაადანაშაულოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, აქტიური ფიზიკური მოძრაობა საჭიროა დღეში 2 საათით მაინც. სინამდვილეში ბავშვების უმრალესობა დღეში 2 საათით სუფთა ჰერზე ყოფნასაც ვერ ახერხებს.

საერთოდ უმოძრაობის პრობლემა უკვე მთელი ცივილიზებული სამყაროს სენია. დიდი საგანმანათლებლო დატვირთვა მხოლოდ ერთი ნაწილია პრობლემის. ამას გაჯეტებით გატაცება და ეკრანზე მიჯაჭვულობაც დაუმატეთ, რაც კიდევ მეტად ამწვავებს ჰიპოდინამიის პრობლემას.

ადამიანის ტვინის შესაძლებლობებზე ჩატარებული თანამედროვე კვლევები ამტკიცებენ, რომ არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევში ტვინის მოქმედებაც სუსტდება. როცა ორგანიზმი სპორტითაა დაკავებული, ყველა ორგანო ჟანგბადით მდიდრდება, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ტვინში სისხლის მიწოდება.

სპორტის რომელ სახეობებს შეუძლიათ, რომ ბავშვს სწავლაში დაეხმარონ?

გონებრივი აქტივობისთვის ყველაზე სასარგებლოა ცურვა, ველოსპორტი, მსუბუქი მძლეოსნობა (მოიცავს სხვადასხვა დისტანციაზე რბენას და სპორტულ სიარულს, ხტომას, ტყორცნას, მძლეოსნურ მრავალჭიდს). ასევე სასარგებლოა გორგოლაჭებზე სრიალი, ველოსიპედი, თხილამურები. არასოდეს დაგენანოთ თანხა ამ გასართობებში. დარწმუნებული იყავით, რომ ეზოში გორგოლაჭებითა და ველოსიპედით სეირნობა რეპეტიტრზე ნაკლებ სარგებელს არ აძლევს თქვენს შვილს.




mshoblebi.ge


ნანახია: 891-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბევრ მშობელს აინტერესებს ეს საკითხი, მართლაც, რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლისას, რა არის ის ელემენტარული ცოდნა და
11 წლის ბავშვს ქალატვინის დახურული ტრამვა და თავის ტვინის შეშუპება აქვს.
სკოლაში სწავლის დროს ბავშვს ნაკლები სძინავს, იშვიათადაა სუფთა ჰაერზე, ნაკლებს თამაშობს და გაურკვევლად იკვებება.
გავრცელებული ინფორმაციით ბავშვის სიცოცხლეს საფრთზე არ ემუქრება.
აუცილებელია გავარჩიოთ უბრალოდ აქტიური და ჰიპერაქტიული ბავშვები ერთმანეთისგან.
ინციდენტი რაიონის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მე-12 საჯარო სკოლის მესამეკლასელ ბავშვს შორის მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები 'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში' ხორციელდება, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.

ამინდი