Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში შშმ პირთა საერთაშორისო კონფერენციას შვედეთის ელჩი დაესწრო

თარიღი : 22-05-2016, 17:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, საქართველოში შვედეთის საელჩოს, შვედური ინსტიტუტისა და რადიო 'იმედის' ორგანიზებით მოეწყო და მას შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში - მარტინა ქვივი, შვედი ჟურნალისტი, უფლებადამცველი - მარტინ ჰენნეუსი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე, კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ შშმ პირები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.

http://topnews.com.ge/photo/news/20160522171707.png


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, სამოქალაქო აქტივიზმი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, ინკლუზიური განათლება, ადრეული ინტერვენცია, შშმ პირთათვის სტატუსის მინიჭება, მედიისა და სახელმწიფოს როლის მნიშვნელობა - ეს იყო ის ძირითადი თემები, რომელთა შესახებაც მომხსენებლებმა ისაუბრეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა და რა იგეგმება შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

http://topnews.com.ge/photo/news/20160522171731.png

„AccessAbility - ფიზიკური გარემოს მიღმა“ - ასე ეწოდა ფოტო-გამოფენას, რომელიც კონფერენციის ფარგლებში, კინოთეატრის ფოიეში მოეწყო. აქ ნაჩვენები იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 22 პირის ფოტო. მათ შორის 14 შვედი და 8 ქართველი შშმ პირის ფოტო პერსონალური ისტორიებით.

კონფერენცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. კინოთეატრის შესასვლელში მთელი დღის განმავლობაში იდგა შესაწირი ყუთი, რომლის მეშვეობითაც ხარაგაულელი შშმ პირისათვის გარკვეული ოდენობის თანხა შეგროვდა.


ნანახია: 1808-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონფერენციაზე შშმ პირთა უფლებების დაცვასა და სამოქალაქო აქტივიზმზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა საკითხებზე რეაბილიტაციის პროგრამების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივ დონეზე

ამინდი