ცოტნე ზურაბიანი: შეწყვიტეთ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლა
თარიღი : 22-05-2016, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები

დაპირისპირება "ქართული ოცნების" წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარესა და ქუთაისის ორგანიზაციის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, გია თევდორაძეს შორის გადასატანი ყუთების თემას მოჰყვა.
"ნაცმოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ სოფელ წყალტუბოში 83 ადამიანს გადასატანი ყუთი განგებ არ მიუტანეს, მათი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე.
პარტიების თავმჯდომარეები ერთმანეთს წყალტუბოს N 50-ე საარჩევნო უბანთან დაუპირისპირდნენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ცოტნე ზურაბიანმა, "ნაციონალური მოძრაობა" გადასატანი ყუთებით პროვოკაციის წამოწყებაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ საარჩევნო პროცესში არ ჩარეულიყვნენ.
ცოტნე ზურაბიანი: კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ "ნაცმოძრაობის" წევრებს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. საარჩევნო პროცესს ხელს ნუ უშლით. მიეცით ამომრჩეველს არჩევნის გაკეთების საშუალება. პროვოკაციები რომელი მხრიდანაც მოდის, ეს ადვილი მისახვედრია. შეწყვიტეთ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლა.
გია თევდორძე: თუკი, მასმედია მოქალაქეს ჩაწერს ეს მიგაჩნიათ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლად?
ცოტნე ზურაბიანი: არა, მიმაჩნია, რომ თქვენ არ უნდა ატარებდეთ საარჩევნო უბნებზე აგიტაციას და არ უნდა საუბრობდეთ იმ თქვენ 9 წლიან ვითომ მიღწევებზე.
გია თევდორაძე: ნუ ნერვიულობ, რევანში არ იქნება, ცოტნე, არ შეგეშინდეს.
ცოტნე ზურაბიანი: რევანშისტობა არავის გაუვა, ქართველ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ მიეცა თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს 58-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ნიჟარაძემ ის 83 ადამიანი, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს, ქმედითუნარიანად ჩათვალა და შესაბამისად, მათთან გადასატანი ყუთები არ გაიგზავნა.