ქუთაისის საოლქო კომისიას საჩივრები უბნების შედეგების ბათილობის საფუძველს არ აძლევს
თარიღი : 27-10-2013, 20:38 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე საოლქო კომისიაში 8 საჩივარია შესული. თუმცა როგორც ოსეფაიშვილი განმარტავს, ის საჩივრებს იცნობს და მათი შინაარსი რომელიმე უბნის შედეგების გაუქმების საშუალებას არ იძლევა.
„5 საათის მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 32%-ზე მეტი იყო. საბოლოოდ ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობას 35-38%-მდე ველოდებით. დაახლოებით 60-61 000 ამომრჩეველი მივა ქუთაისში არჩევნებზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში არჩევნები ჩატარდა,“ - ამბობს ოსეფაიშვილი.