'მუზეუმის ღამე' ქუთაისში
თარიღი : 22-05-2016, 11:00 | კატეგორია: ახალი ამბები

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქუთაისში ,,მუზეუმის ღამე” გაიმართა. პროექტის ორგანიზატორი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმია. პროექტში „მუზეუმის ღამე“ ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც ჩაერთო.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ღონისძიებები 21:00 საათიდან დაიწყო და 02:00 საათამდე გაგრძელდა. მუზეუმში ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ტიპის ექსკურსია მოეწყო, ხოლო არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ხელნაწერები და სხვადასხვა ექსპონატები მსახიობების მონაწილეობით გაცოცხლდა.