Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართულმა ოცნებამ' ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ თანხა გადაუხადა"

თარიღი : 22-05-2016, 10:25 | კატეგორია: არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"წყალტუბოს N52 საარჩევნო უბნაზე "ქართული ოცნების" კოორდინატორმა ამომრჩეველს თანხა გადაუხადა," - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა.

საღარეიშვილის თქმით, მსგავსი ფაქტი უამრავია, თუმცა ამ დროისთვის "თავისუფალმა ზონამ" მხოლოდ ერთი კონკრეტულის დაფიქსირება შეძლო.

"ზოგს 50 ლარს აძლევენ, ზოგს კიდევ 30-ს. მთელი ამომრჩეველი თანხით უნდა მოსიყიდონ, რადგან იციან, რომ არჩევნებს წყალტუბოში აგებენ," - აცხადებს მამუკა საღარეიშვილი.

საღარეიშვილის ბრალდბებებს "ქართული ოცნების" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ზურაბიანი გამოეხმაურა. ზურაბიანის თქმით, მმართველ პარტიას არც ერთი ამომრჩევლისთვის თანხა არ გადაუხდია. "ქართული ოცნების" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნულს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციად აფასებს.

სოფელ წყალტუბოში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში გამარჯვებისთვის სამი პოლიტიკური ძალის-"ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატები" იბრძვიან. გამარჯვებული კანდიდატი წყალტუბოს საკრებულოში აღნიშნული სოფლის წარმომადგენელი იქნება.


ნანახია: 1228-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
მოვალეობის ახალი შემსრულებლები "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარებიან
წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია.
წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია.
წყალტუბოს მაჟორიტარობისთვის ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატები იბრძოდნენ.
ზურაბიანის თქმით, მისი თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდი იქნება აქტიური და პროდუქტიული.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ფოტოს, სადაც სეტყვისგან ავტომობილის დაცვის ხერხია ასახული.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავებულია.
როგორც მძღოლები ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანებმა მოძრაობა ვერ შეძლეს და გაჩერდნენ.

ამინდი