სამეფო სოფელი იმერეთში-სოფელი ზოდი რუბრიკაში 'ჩემი სოფელი'

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გთავაზობთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით "ჩემი სოფელი".
რუბრიკაში ჩართვის შესაძლებლობა იმერეთის რეგიონის ყველა სოფლის მკვიდრს ეძლევა.
ვისაც უყვარს თავისი სოფელი და სურს ფართო აუდიტორიამ გაცილებით მეტი იცოდეს მისი სოფლის ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციის შესახებ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 598 38 27 60 ან მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.
"ჩემი სოფელი" და ქეთევან ჭიღლაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის შესახებ გიამბობთ.
სოფელი ზოდი ზემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, იგი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. აღმოსავლეთიდან სოფ.ზოდს ესაზღვრება მდ. ჯრუჭულის ხეობა და საჩხერის რაიონი სოფ. სარეკი. დასავლეთიდან მდ. ნეკრესას ხეობა და სოფლები: წირქვალი და ხალიფაური. სამხრეთიდან სოფ. დარკვეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია წირქვალის საკრებულოს სოფ. ქვედა ჭალოვანით, სოფ. მოხროთუბნითა და მდინარე ციხისწყლის ხეობით.
გადმოცემით, სოფელ ზოდის სახელწოდება წარმოდგება ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი ლითონისგან, ზოდისგან, რის შემდეგაც სოფელს დარქმევია სახელი "ზოდი".
ზოდის ცენტრის სიმაღლე ზღვის დონიდან 1720 მეტრია. ქალაქ ჭიათურას დაშორებულია 12 კმ-ით. სოფ.ზოდი არის ზოდის თემის საკრებულოს ცენტრი, მასში შედის სოფლები: ზოდი, ზედუბანი, დარკვეთი, მოხროთუბანი. სოფელში დღეისათვის ცხოვრობს 635 კომლი, 2150 სული მაცხოვრებლით, მაშინ როცა 1989 წლისათვის აქ 2440 სული ცხოვრობდა, რაც გამოწვეულია დღევანდელი უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პირობებით. ისე როგორც ზემო იმერეთის ბევრი სოფლიდან, სოფელ ზოდიდანაც არნახული ტემპით მიმდენარეობს მოსახლეობის მიგრაცია.
სოფელში 73 გვარის წამრმომადგენელი ცხოვრობს. აქედან ძირძველი გვარებია: ბარათაშვილი, გამყრელიძე, გიორგაძე, იობაშვილი, სხირტლაძე, ჭიღლაძე, ბოყოველი, ნადირაძე, ბოჭორიშვლი, მერმანიშვილი, ხვედელიძე.
სოფლის ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობაა. მოჰყავთ მარცვლეული: სიმინდი, ლობიო, სოიო. კარგად მოდის ხორბალი. განვითარებულია მევენახეობა, არის ჩაის კულტურა, კარგად ხარობს ხეხილი, მოჰყავთ ბოსტნეული. 1992 წლამდე, სანამ ზოდის კოლმეურნეობა დაიშლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ურწყავი იყო, კოლმეურნეობა ყოველწლიურად აწარმოებდა 40 ტ. ხახვს, 48 ტ. მაღალხარისხოვან ჩაის, 65 ტ. ყურძენს. გარდა ამისა, სოფელში იყო მსხვილფეხა რქოსანი პირეუტყვის ფერმა 800 სულით, საიდანაც დღეში საშუალოდ 700 ლიტრ რძეს იღებდნენ. კოლმეურნეობის წლიური ბრუნვა 1 000 000 მანეთს შეადგენდა.
დღევანდელი მდგომარეობით, სოფელში სოფლის მეურნეობის აღნიშნული დარგები მთლიანად განადგურებულია. ჩვენის აზრით, თანამედროვე ტექნიკის შემოტანით და კერძო მანქანა-ტრაქტორის პარკის აღდგენით, რომელიც ასევე სოფლის გლეხებს სასუქებითა და შხამ-ქიმიკატებით მოამარაგებს, შესაძლებელია სოფლის ტრადიციული დარგების გაცოცხლება.
სოფელ ზოდში ფუნქციონირებს 1 საშუალო და 1 დაწყებითი სკოლა, საბავშვო ბაღი და მუშაობს სამედიცინო ამბულატორია.
სოფელ ზოდის ტერიტორია საინტერესოა აქ წარმოდგენილი კარსტული ფორმებით. მათშორის აღსანიშნავია კლდის წყალის, ნეკრესის, ჯრუჭულის, ხვედელიძეების კლდის მღვიმეები.
სოფელი ზოდის ტერიტორია მდიდარია უგემრიელესი წყაროებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სამკურნალო წყაროები. ზოდის აბანოს, რომელიც მდებარეობს მდ. ნეკრესას ხეობაში, მინიჭებული აქვს პროფილაქტიკური, გინეკოლოგიური, ნევროლოგიური სამკურნალო თვისებები. ასეთივე სამკურნალო წყალი გადმოედინება ქვედა ზოდის ტერიტორიაზე, გიორგაძეების უბნის ბოლოზე, რომელიც ცნობილი იყო "კოდისწყლის" სახელით. თანამედროვეების გადმოცემით, ხალხი სხვადასხვა რაიონიდან ჩამოდიოდა აღნიშნული წყაროს წყლის წასაღებად, რომელიც კუჭის წყლულის დაავადებას არჩენდა.
როგორც ზემოთ ავღნეშნეთ სოფ.ზოდს ჩრდილოეთით ესაზღვრება ღრმა კლდოვან ნაპრალებში ჩაკარგული პატარა მდინარე ციხისწყალი, სწორედ ციხისწყალზე აგებული ბონდი ხიდით უკავშირდება ზოდი სოფ. ზედუბანს. ბონდის ხიდის სიგრძე 50 მეტრია სიმაღლე 80 მ-მდე.
ზოდისა და ზედუბნის წყალგამყოფზე ციხისწყლის მარცხენა ნაპირზე აღმართულია ზედუბნის ციხე. გადმოცემის მიხედვით, მდინარის სახელწოდებაც-"ცხენისწყალი" აქედან წარმოსდგება. ზედუბნის ციხე ისტორიაში ცნობილია წირქვალის ციხის სახელწოდებით. მისი აგების დრო ცნობილი არ არის. ციხის შიგნით წყლის აუზი და ქვევრები ყოფილა, ხოლო ციხის ახლო მიდამოებში ადგილობრივთა მიერ ნაპოვნია სამი სამარხი. სამარხები არქიტექტურული თვალსაზრისით დიდად საყურადღებოა.ასევე, ნაპოვნია სპილენძის მონეტა, რომელიც 1797 წლით თარიღდება. აღმოჩენილ ნივთებს შორის არის მშვილდისრის წვერი და ციხის გასაღები. ზედუბნის ციხე ჯერ კიდევ საფუძვლიანად მოითხოვს შესწავლას, როგორც მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე.
სოფელ ზოდის ეკლესიის ტეროტორიაზე არის უძველესი "ცხრა ძმა ცაცხვი", რომელიც შეტანილია წითელ წიგნში.
უხუცესი ადამიანების გადმოცემით, სოფელ ზოდს "სამეფო სოფელს" უწოდებენ. აღნიშნულ სოფელში არის დაბადებული გამყრელიძე შოთა-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი; გიორგაძე ალიოშა-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; აბაშიძე გურამ-ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; გამყრელიძე ირაკლი-სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სხვები.
ზოფელ ზოდს ხშირად სტუმრობდნენ და ძალიან უყვარდათ აქ ყოფნა კონსტანტინე გამსახურდიას და მწერალ აკაკი ბელიაშვილს.
საინტერესოა ზოდში დაბადებული და გაზრდილი ემიგრანტი პოეტის, გიორგი გამყრელიძის ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც დასაფლავებულია მიუნხენში. თავის სოფელზე უზომოდ შეყვარებულ მგოსანს უკანასკნელი სურვილი შეუსრულა კონსტანტინე(კოკო) გამსახურდიამ, რომელმაც მშობლიური სოფლის-ზოდის მიწა ჩაიტანა მიუხენში და მის საფლავს მოაბნია.
ამდენად, მრავალმხრივ საინტერესო და საყურადღებოა ჩვენი სოფელი, რომელიც ამჟამად დღითიდღე იცლება მოსახლეობისგან. საგლეხო მეურნეობის გაძლიერება, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების აღორძინება, სოფლის გზის, წყლის, გაზიფიკაციის და საერთოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება ზემო იმერეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სოფელს სიცოცხლეს დაუბრუნებს.