Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მერიისთვის თუ არსებობს ბალახვნის ცენტრში, განჯის ქუჩაზე მაცხოვრებელი ხალხი?"

თარიღი : 21-05-2016, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, განჯის ქუჩაზე მაცხოვრებლები ქალაქის ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ. მოსახლეობა აღნიშნულ ქუჩაზე არსებულ ამორტიზებულ გზას აპროტესტებს.

"ძალიან გვაინტერესებს ქუთაისის განჯის ქუჩაზე მცხოვრებლებს ქუთაისის მერიისთვის თუ არსებობს ბალახვნის ცენტრში, განჯის ქუჩაზე მაცხოვრებელი ხალხი ან მათი მდგომარეობა. თუ წვიმს, ნავი არის საჭირო. ქარში-სილასა და ნაგავში ვართ ჩაფლულები იმიტომ, რომ ამჟამად აქ არ ცხოვრობს მერიის რომელიმე თანამშრომელი. ალბათ არჩევნებისთვის მოგვიგონებთ და არ დაგვტოვებთ უყურადღებოდ. როგორ დავიჯეროთ, რომ რომელიმე თქვენს თნამშრომელს ერთხელ მაინც არ გაუვლია განჯის ქუჩაზე?! ისიც ძალიან გვაინტერესებს, ასეთი სანიმუშო, კეთილმოწყობილი და ქალაქისთვის სამარცხვინო ქუჩა მეორე თუ არსებობს ქალაქის ცენტრში კი არა, გარეუბანში სადმე," - აცხადებს მოსახლეობა.
http://www.picz.ge/img/s1/1605/21/1/171f64782dd8.jpg

http://www.picz.ge/img/s4/1605/21/f/f2d1cd7d7aa1.jpg

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ განჯის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობს. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია პირველ რიგში აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას დაიწყებს, რის შემდეგაც გზის მოწყობა მოხდება. მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.


ნანახია: 1987-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივების თქმით, ათეული წლებია მათ ქუჩაზე გზის საფარი ამორტიზირებულია, რის გამოც წვიმის დროს, ქუჩაში გუბეები დგება და
ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოსახლეობა განმარტავს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგებას საჭიროებს, თუმცა საკითხს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან

ამინდი