სპორტის მინისტრმა ხონის რეაბილიტირებული სასპორტო სკოლა დაათვალიერა
თარიღი : 21-05-2016, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან პაატა ნადირაძესთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული სასპორტო სკოლა და სპორტ კომპლექსის შენობა დაათვალიერა. მინისტრმა სპორტსმენებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
ხონის სასპორტო სკოლაში 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს.
მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ადგილობრივ მწვრთნელებსაც შეხვდა და მათგან აღნიშნულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ხონის სასპორტო სკოლაში 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს.
მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ადგილობრივ მწვრთნელებსაც შეხვდა და მათგან აღნიშნულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.