კახა კუკავამ ქუთაისის მოსახლეობას მაჟორიტარ დეპუტატად გოგი წულაია წარუდგინა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმდჯომარემ კახა კუკავამ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
47-ე ოლქში ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეეცდება.
კუკავას თქმით, წულაია არის პოლიტიკოსი, რომელიც წლებია ქუთაისელთა უფლებებს იცავს და მათი სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის იბრძვის.
"ამ არჩევნებზე ქუთაისელებმა და მთელმა საქართველომ უნდა დააფასოს პატიოსნება. კარგად გვახსოვს ქუთაისელთა რჩეულს როგორ ეძინა პარლამენტში. ასევე, ქუთაისელმა კარგად იციან, ვინ იბრძოდა ქუთაისელთა უფლებების დასაცავად,"- აცხადებს კახა კუკავა.
კახა კუკავა დღესვე ავტომშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.