'თავისუფალი საქართველოს' ლიდერს სასამართლომ 'პარკინგსერვისის' ჯარიმა არ გაუუქმა
თარიღი : 20-05-2016, 18:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ლიდერს გოგი წულაიას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს "პარკინგსერვისის" წინააღმდეგ საჩივარი არ დაუკმაყოფილა. წულაია "პარკინგსერვისის" მიერ, ორჯერ გამოწერილ 10-ლარიან ჯარიმას უკანონოდ თვლიდა და სასამართლოსგან მის გაუქმებას ითხოვდა.
სასამართლოს განმარტებით, შპს „პარკინგსერვისი“ წარმოადგენს უფლებამოსილ იურიდიულ პირს, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირებისას დამრღვევისათვის შეეძლო შეეფარდებინა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით.
"რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრები გამოწერილი იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით," - ნათქვამია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
თავად გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზნეობას უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული სასამართლო კრიზისში და ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.
ცნობისთვის, შპს "პარკინგსერვისი" ქალაქის მერიის მიერ დაუძნებულ შპს-ს წარმოადგენს, რომლის დანიშნულებას ქუთაისში პარკირების სისტემის მოწესრიგება წარმოადგენს.