ვანის გამგებელმა მინი ფეხბურთის ტურნირში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა
თარიღი : 20-05-2016, 17:43 | კატეგორია: ახალი ამბები

მიმდინარე წლის 12- 19 მაისის ჩათვლით, ვანის მუნიციპალიტეტის სპორტ-სკოლის მინი-ფეხბურთის მოედანზე მინი ფეხბურთში კობა ავალიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის 20-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ტურნირის საპრიზო ფონდმა 1500 ლარი შეადგინა და I, II, III ადგილებზე გასულ გუნდებს შორის გადანაწილდა.
ფინალურ შეხვედრას გულშემატკივართან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი ჭაფოძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საფეხბურთო ტურნირი დაძაბულ,მაგრამ მეგობრულ ვითარებაში მიმდინარეობდა, ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „შუმთა“-„ცენტრი“ და „ბინები“ – „დიხაშხო“. ფინალურ შეხვედრაში ქ.ვანის ორი გუნდი: „ვანის-ბინები და „ვანის-ცენტრი“ დაუპირისპირდა ერთმანეთს.

ტურნირის კულმინაცია ფინალი გამოდგა, სადაც უშეღავათო ბრძოლაში „ვანის-ბინებმა“ გაიმარჯვა ანგარიშით 1:0 და უკვე მეორედ გახად გარდამავალი თსისა და პირველი პრიზის მფლობელი.
I ადგილზე გასულ გუნდს „ვანის-ბინები“, გამგებელმა ზაზა ხურციძემ გარდამავალი თასი და ფულადი ჯილდო 800 ლარი გადასცა.
საპრიზო ფონდში დარჩენილი თანხიდან II ადგილზე გასულ გუნდს “ვანის-ცენტრი“ 500, III ადგილოსნ „დიხაშხო“-ს კი 200 ლარი გადაეცა.
NS