ქუთაისში ამომრჩეველი მოიკოჭლებს
თარიღი : 27-10-2013, 18:37 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის #61 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა პასიურობას უჩივიან. უბანზე, სადაც 956 ამომრჩეველია, ამ დროის მონაცემებით საკუთარი არჩევანი მხოლოდ 353-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
„სასურველია მეტი იყოს, მაგრამ ამომრჩეველი მოიკოჭლებს,“- ამბობს კომისიის თავმჯდომარე აზა ქავთარია.
იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებიც საარჩევნო უბანზე უკვე გამოცხადდნენ, რამდენიმე მოქალაქე მარკირებაგამოვლილი აღმოჩნდა. როგორც აზა ქავთარიამ განმარტა, აღნიშნული პირები, დაახლოებით 5 ადამიანი ჯერ აცხადებდნენ, რომ მათ მარკირება მაგიდაზე ხელის დადებით გადაედოთ, ხოლო შემდეგ გაირკვა, რომ ამომრჩევლებმა იმ უბანში გაიარეს მარკირება, რომელსაც არ ეკუთვნოდნენ და შემდეგ ხმის მისაცემად იმ უბანში წამოვიდნენ, რომლის საარჩევნო სიაშიც მათი მონაცემები შეტანილი იყო.