Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ჩინური ინვესტიციით ლიფტების ქარხანა აშენდება

თარიღი : 20-05-2016, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ჩინეთის შანდონგის პროვინციის დელეგაცია იმყოფებოდა. შანდონგის ქალაქ ლაივუსა და ქუთაისს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ლაიუს სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კონგრესის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარემ ვანგ ლიანგმა მოაწერეს ხელი.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს შეხვდნენ. „ჰუალინგ ჯგუფი“ ქუთაისში რამდენიმე წელია ბიზნეს საქმიანობას ეწევა. ქალაქ ლაივუსთან დამეგობრება „ჰუალინგ ჯგუფის“ ინიციატივა იყო.

"ჰუალინგ ჯგუფი" დიდ ინვესტიციას ახორციელებს ქუთაისში და ეს შეხვედრაც დამატებით ინვესტიციების მოზიდვას ემსახურებოდა. ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქუთაისში შენდება ერთ-ერთი დიდი ლიფტების საწარმო, რაც ნიშნავს ასობით დასაქმებულ ადამიანს ჩვენს ქალაქში. ეს უკვე გადაწყვეტილია. ასევე, 4 მსხვილ ინვესტიციაზეა მოლაპარაკებები,"-განაცხადა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 2373-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქ ლაივუში ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობათა კონფერენციაზე ქართულმა მხარემ ჩინელ მეწარმეებს ქუთაისში
ქუთაისის, თბილისის და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ქუთაისს საერთო ჯამში 15 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს, ხოლო რამდენიმე ქალაქთან პარტნიორული ურთიერთობები აქვს.
გახსნის ცერემონიას ჩინეთის დელეგაცია , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის და ფინანთა მინისტრის
გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, გამოფენაზე წარმოდგენილი ფაიფურის ჭურჭელი და სამშენებლო მასალები ჩინეთის ისტორიას ასახავს.

ამინდი