Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა სარგებლობა მოაქვს 'მრეწველთა სახლს' ბიზნესმენებისთვის?

თარიღი : 20-05-2016, 11:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ოც წელზე მეტია, რაც ქუთაისში, მრეწველთა სახლის შენობაში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა ფუნქციონირებს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო კორპორაციაა და მის კონტროლს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახორციელებს. აღნიშნულ პალატაში ძირითადად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მცირე და საშუალო ბიზნესის 180-მდე წარმომადგენელია გაერთიანებული.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ემზარ ღვინიანიძე განმარტავს, კორპორაციის მთავარ ფუნქციას სამეწარმეო საქმიანობისა და ბიზნესის ლობირება წარმოადგენს. გარდა ამისა, პალატას აქვს სხვა ისეთი ფუნქცია, როგორიცაა საექსპერტო საქმიანობების ჩამოყალიბება, შტრიხკოდების გაცემა, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ბიზნესმენებისათვის შეხვედრების მოწყობა და იურიდიული კონსულტაციების ჩატარებაა.

,,სავაჭრო-სამრეწველო პალატა მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს ინტერესების ლობირებას ისახავს მიზნად. სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომაგენლებთან შეხვედრების დაგეგმვასა და გარკვეული სახის დახმარების გაწევაში ბიზნესმენი თანხას არ იხდის. ხოლო სერთიფიკატების გაცემა და ექსპერტიზის ჩატარებაც კი მინიმალურ და სიმბოლურ ფასებშია შესაძლებელი,"- აცხადებს ემზარ ღვინიანიძე.

რაც შეეხება მიღწევებსა და მიმდინარე პროექტებს, ემზარ ღვინიანიძის თქმით, სავაჭრო-სამრეწველო პალატას დაარსებიდან ხუთი ბიზნეს კონფერენცია აქვს ჩატარებული, სადაც უცხოური ფირმებიც იღებნდენ მონაწილეობას. ასევე, მისი თქმით, ადგილობრივი ბიზნესმენები სხვადასხვა საერთაშორისო კონფრენციებსა და გამოფენებზე იგზავნებიან და საერთაშორისო გამოცდილებას იზიარებენ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფროსი განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელებულ პროექტზეც საუბრობს.

,,კარიერის დაგეგმვა"- ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სკოლიდან ბიზნესის თემატიკით დაინტერესებულ ბავშვებს ვხვდებით და საგამოფენო სალონს ვათვალიერებთ. ასევე, მათთვის საინტერესო კითხვებზე ვცემთ პასუხს,"- ამბობს ღვინიანიძე.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის მიერ ჩამოთვლილი საქმიანობების მიუხედავად, ორგანიზაციის საქმიანობით უკმაყოფილებას გამოთქვამს ბიზნესმენი, შპს "აია"-ს პრეზიდენტი ამბერკი დვალიშვილი. დვალიშვილს პალატის მისამართით კონკრეტული შენიშვნები აქვს.

"ქალაქში არსებობს მრეწველთა სახლი, სად წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ხდებოდა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა. მოწვეულნი იყვენენ როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი სტუმრები, სახელმწიფო მოღვაწეები და ღონისძიებას მასშტაბური სახე ეძლეოდა. სახელწიფო მოღვაწე, რომელიც ბოლოს იყო ამ ღონისძიებაზე, ედუარდ შევარდნაძე იყო. მას შემდეგ ღონისძიება არ ჩატარებულა 2014 წლამდე. მაშინ გამართულ ღონისძიებაზე კი მოწვევის მიუხედავად, არც მთავრობიდან და არც პარლამენტიდან არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა.

,,მრეწველთა სახლს“ უნდა დაუბრუნდეს თავის ფუნქცია, რადგან აქ არის საწარმოები, რომლებიც მართლა აწარმოებენ ხარისხიან პროდუქციას და რომელთაც მხარდაწერა სჭირდებათ. მაგრამ ქუთაისს ,,რეგიონად“ მოიხსენიებენ და დამოკიდებულებაც შესაბამისია.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ქუთაისი რეგიონი არაა და ასევე,უნდა იცოდეს, რომ ე.წ. ,,რეგიონში“ ნაწარმი პროდუქცია ბევრად სჯობს დედაქალაქში ნაწარმ პროდუქციას," -აცხადებს ამბერკი დვალიშვილი.

ბიზნესმენის თქმით, აღნიშნული მიზეზით მან უარი თქვა მიმდინარე წელს ქუთაისობის დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობაზე.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელისათვის კი ბიზნესმენთა უკმაყოფილება მოულოდნელია. როგორც ემზარ ღვიანიანიძე ამბობს, იმ პროექტების გარდა, რასაც პალატა ახორციელებს, ორგანიზაციას გააჩნია სალონი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უნიკალურია და სადაც იმერეთში ნაწარმოები პროდუქციაა გამოფენილი. როგორც ღვიანიანიძე ამბობს, სალონი განახლებადია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქ ნანახი პროდუქტის შეკვეთა შეუძლია.
http://topnews.com.ge/photo/news/20160520113729.png

http://topnews.com.ge/photo/news/20160520113840.png

http://topnews.com.ge/photo/news/20160520113922.png


მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მისივე ხელმძღვანელის განცხადებით, დაინტერესების საშუალო დონით სარგებლობს, ემზარ ღვინიანიძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროექტებზე. როგორც პალატის ხელმძღვანელი ამბობს, თვის ბოლოს ორგანიზაციის სათაო ოფისის წარმომადგენლების სტუმრობა და სხვადასხვა პირებისათვის ორგანიზაციის სხვადასხვა სერვისის გაცნობა იგეგმება.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2797-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრა 24 ივნისს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსი, 14:00 საათზე გაიმართება.
ამის შესახებ ნინო ჩიქოვანმა ბიზნესსექტორსა და ბიზნესომბუდსმენს შორის მიმდინარე შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
მრეწველთა სახლში ინდური პროდუქციის გამოფენა ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამინდი