თერჯოლის გამგებელი: თამამად მოვდივარ თქვენთან,მოიტანეთ ჩემამდე თქვენი პრობლემები
თარიღი : 20-05-2016, 11:03 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე 19 მაისს ალისუბნისა და თუზის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა. თეიმურაზ ჯაფარიძე ზედა ალისუბანში ახლადაშენებული ბაღის შერეული ჯგუფის პროექტ „ბულბულის იუბილეს“ დაესწრო საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძესთან, მოადგილე სოფიო ბუსკივაძესა და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორ მაია თორთლაძესთან ერთად.

„მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ბავშვებს ოცნება აგვიხდინეთ,“-ამ სიტყვებით დაიწყეს პატარებმა კონცერტი, რომელმაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.ზედა ალისუბნის საბავშვო ბაღი, სადაც 51 აღსაზრდელია, 2015 წელს აშენდა და მოეწყო რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით.
თეიმურაზ ჯაფარიძე ზედა ალისუბნის საბავშვო ბაღში სტუმრობის შემდეგ სოფ. თუზს ეწვია, სადაც ასევე საბავშვო ბაღი მოინახულა, რომელიც 2015 წელს მოეწყო რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა გამგებელს მათი პრობლემების გულთან მიტანისათვის. „ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და გპირდებით, რომ ჩვენც გვერდით დაგიდგებით. მადლობას გიხდით იმისათვის, რაც გააკეთეთ. ბევრმა ოჯახმა მიიღო დახმარება, დაფინასება ოპერაციისათვის, სამედიცინო გამოკვლევისათვის, სამშენებლო მასალა დაზიანებული სახლებისათვის.“
გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც ამჟამად პრიორიტეტულია ადგილობრივებისათვის: შიდა საუბნო გზების მოწყობა და გაზიფიცირების პრობლემა. გამგებელმა ყველა შეკითხვას პასუხი გასცა და იქვე დასახა როგორც მოსახლეობის, ასევე ცალკეული პიროვნებებისათვის პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები.
„ივლისში 2 წელი შესრულდება, რაც მე თქვენ ნდობა გამომიცხადეთ და გამგებლად ამირჩიეთ. მე თამამად მოვდივარ თქვენთან, გაბარებთ ანგარიშს. მოიტანეთ ჩემამდე თქვენი პრობლემები, მოითხოვეთ, რადგან ვცდილობ, რასაც დაგპირდებით, შეგისრულოთ კიდეც. ასე გაგრძელდება მომავალშიც,“-აღნიშნა მოსახლეობასთან საუბარში თეიმურაზ ჯაფარიძემ.
NS