Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ალასანიამ 'ქართული ოცნების' მხარდამჭერების მითვისება სცადა?

თარიღი : 19-05-2016, 21:17 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თავისუფალი დემოკრატების" მიერ გავრცელებულ ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულმა ოცნებამ" წყალტუბოს სოფელ ჩუნეშში "თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრის ჩაშლა სცადა, "ქართული ოცნების" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ზურაბიანი პასუხობს. ზურაბიანი ამბობს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია თავად მივიდა მათ მხარდამჭერებთან.

"პირდაპირ შემიძლია გითხრთ, რომ ეს შეხვედრა ჩვენი მხრიდან 4 დღის წინ დაანონსდა, სადაც ჩვენი ასობით მხარდამჭერის შეკრება მოხდა. ამ შეხვედრაზე ბატონი ალასანია პროვოკაციულად მოვიდა და ხალხთან საუბარი დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა და მოვთხოვეთ დაეტოვებინა შეხვედრა. ჩვენმა მობილურმა ჯგუფმა უზრუნველყო, რომ ეს შეხვედრა დაძაბულობაში არ გადასულიყო. ეს ქმედება მიზნად ისახავდა წინასაარჩვნოდ დაძაბულობის შემოტანას, როდესაც ჩვენ სიმშვიდისაკენ და მაქსიმალურად თანამშრომლობისაკენ მოვუწოდებთ. ირაკლი ალასანიამ თავის ამომრჩეველთან გამართოს საუბარი," -აცხადებს ცოტნე ზურაბიანი.

ცნობისთვის, წყალტუბოს სოფელ წყალტუბოში მიმდინარე წლის 22 მაისს ადგილობრივი შუალედური არჩევნები გაიმართება. სოფლის მოსახლეობა წყალტუბოს საკრებულოში თავიანთ წარმომადგენელს აირჩევს. შესაბამისად, მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში "თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ ივანე როყვასთან ერთად, მოსახლეობასთან შესახვედრად პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ“ „თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა. მათივე განმარტებით, სოფელ ჩუნეში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა პარტიამ 5 დღით ადრე დააანონსა.


ნანახია: 3728-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს სოფელ წყალტუბოში მიმდინარე წლის 22 მაისს ადგილობრივი შუალედური არჩევნები გაიმართება.
ალასანია სოფლებში მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა.
მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიამ წარადგინა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა.
როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის პრემიერმა ირაკლი
პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წყალტუბოში შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატი ივანე როყვა წარადგინა.

ამინდი