განათლების მინისტრის მოადგილე ჭიათურაში პედაგოგებს შეხვდა
თარიღი : 19-05-2016, 20:23 | კატეგორია: ახალი ამბები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურაში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილე ჭიათურელ პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა. ლია გიგაური მასწავლებლებს ყველა იმ პროგრამაზე ესაუბრა, რომელიც განათლების სისტემაში ამჟამად მოქმედებს, ან მომავალში დაინერგება. ყურადღება გაამახვილა არსებულ პრობლემებზეც, რის შემდეგაც პედაგოგთა დასმულ კითხვებს უპასუხა.
განათლების მინისტრის მოადგილეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე შეხვდა. პედაგოგებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამგებელი და მინისტრის მოადგილე ერთად დაესწრნენ ინგლისურენოვანი სპექტაკლის ჩვენებას, რომელიც ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.