რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე და როგორ გავიგოთ, არის თუ არა მზად?
თარიღი : 19-05-2016, 19:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ბევრ მშობელს აინტერესებს ეს საკითხი, მართლაც, რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლისას, რა არის ის ელემენტარული ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც მას უკვე უნდა ჰქონდეს სასკოლო ასაკისთვის. ამ თემაზე სასაუბროდ თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის ფსიქოლოგ ანა მურვანიძეს მივმართეთ, რომლის ხელშიც გადის ყველა ბავშვი ამ სკოლაში შესვლამდე - სწორედ ანა ამოწმებს მათ, რამდენად არიან მზად სასწავლო პროცესისთვის.
- ანა, საუბრის დაწყებამდე აღნიშნეთ, რომ ზოგიერთი მშობელი არც ისე დიდი სიამოვნებით გადის ამ ე.წ. შემოწმებას, რატომ?
- ზუსტად დღეს მქონდა ერთი ასეთი შემთხვევა. როდესაც ბავშვის მამას უთხრეს, რომ სკოლაში მიღებამდე მისი შვილი ჯერ ფსიქოლოგს უნდა გასაუბრებოდა, ძალიან დაეჭვდა, iშეშფოთდა, რა სჭირს ფსიქოლოგის შესამოწმებელიო და მსგავსი შეკითხვები დასვა... ფსიქოლოგთან საუბრის კულტურა რატომღაც კვლავ უცხოა ჩვენში, ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს ხშირად აიგივებენ და ელემენტარული რამ, რომ ბავშვს ფსიქოლოგი გაესაუბროს სასკოლო მზაობის შესაფასებლად, აშინებთ, აფრთხობთ, აეჭვებთ... არადა, ამ დროს მოწმდება, რამდენად არის მზად პატარა ფსიქოლოგიურად, გონებრივად, თუნდაც ფიზიკურად (სენსო-მოტორული უნარები) იმისთვის, რომ დაიწყოს სწავლა და გაუძლოს საგაკვეთილო პროცესს. მოგეხსენებათ, ყველა ბავშვი არ არის ერთნაირად მზად ამისთვის. გარდა ამისა, ზოგს სტრესული ფონი აქვს ან რაღაც სხვა პრობლემა - უბრალოდ, ფორმალურად კი არ ვესაუბრები, ამ პრობლემებსაც, თუ არის, ვამჩნევ და მშობელს ვაძლევ რჩევას, რას მიაქციოს ყურადღება და რაზე იმუშაოს, სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება და ბავშვი შემოვა სკოლაში. არ მგონია, ეს ცუდი იყოს...
- მე მგონი, პირიქით კარგია, ბავშვები ამ დროს უფასოდ გადიან ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და მე როგორც მშობელი, მივესალმები მსგავს ინიციატივებს. ბევრ სკოლაში არის ეს პრაქტიკა და კარგია. ზოგან ოფიციალურად კი არსებობს ეს ეტაპი, მაგრამ ფორმალური ხასიათი აქვს. რეალურად არ ნახულობს ფსიქოლოგი, არ ნახულობს მომავალი მასწავლებელი და ხშირად სასწავლო პროცესის დაწყებისას ეჯახებიან სხვადასხვა პრობლემას. საინტერესოა, მაინც რას აქცევთ ამ დროს ყურადღებას და რა მიგანიშნებთ იმაზე, არის თუ არა მზად ბავშვი სკოლისთვის?
- თქვენ წარმოიდგინეთ, პირის აპარატსაც კი ვაკვირდები - ესეც ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, ბავშვი რამდენად არის ფიზიკურად მომწიფებული სკოლისთვის. გარდა ამისა, ბავშვს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის აღქმა და იდენტიფიცირება სრულიად. მნიშვნელოვანია, შეუძლია თუ არა მესამე პირისთვის ინფორმაციის გადაცემა, საკუთარი დაბადების დღის, წლის აღქმა. შეიძლება ვიღაცისთვის ტრაფარეტული იყოს წელიწადის დროები, თვეები, სინონიმები, ანტონიმები, თუმცა ამის ცოდნა ან არცოდნა გვანიშნებს, რამდენად აქვს ბავშვს სივრცის აღქმა... ხატვით და ფერებით ვიგებ ბავშვის განწყობას, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. უკვე ცოდნაა, როცა არჩევს ციფრებს, ფერებს, ფიგურებს, ფორმებს - ანუ მას უკვე აქვს ბაზა პირველი კლასისთვის.
- სკოლაში მისვლამდე ბავშვმა ასოების და ციფრების ცნობა უნდა იცოდეს?
- მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იცოდეს, რადგან სკოლაში მისვლის შემდეგ მეტი ინტერესი გამოიჩინოს სიახლეების მიმართ და ადვილად არ მობეზრდეს. თანაც, მე თუ მკითხავთ, სწავლა მხოლოდ შემეცნებითი პროცესი არ უნდა იყოს. ეს ღლის, ინტერესს უკარგავს პატარას. ნებისმიერი ბავშვი 20 წუთის შემდეგ უკვე კარგავს ინტერესს და ყურადღება ეფანტება, ამის მერე უკვე გაკვეთილში თამაში უნდა ჩაერთოს, უნდა გახალისდნენ და ცოტა გაერთონ. კარგია, რომ ახლა ასაკობრივი ზღვარია, წარმოიდგინეთ, ბავშვი 5 წლის ასაკში მიჰყავდათ მშობლებს სკოლაში და მას ნაადრევად უკვეცავდნენ თამაშის პროცესს, ნაადრევად შეჰყავდათ ზრდასრულ სამყაროში. ამ დროს არ ააქვთ გააზრებული, ეს რამხელა ტვირთია, როგორც ბავშვისთვის, ასევე მასწავლებლისთვისაც, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი ამ ასაკში არ არის მზად სწავლისთვის.
აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ბავშვი ვერ დაძლევს სწავლის პროცესს, აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვს არ დავაკისროთ ის ვალდებულებები, რაც ასაკიდან და ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე არის ნაადრევი. ხშირად ნაადრევ ასაკში სწავლა შეიძლება სტრესად ექცეს პატარას. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, 7 წელსაც კი ვაღიარებდი სასკოლო პერიოდის დასაწყისად. საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში 7 წლის ასაკიდან იწყება ცნობიერი სწავლება, ანუ დამოკიდებულება სწავლებისადმი უკვე გააზრებულია. 7 წელი იდეალური ასაკია, ყველა ჯგუფის ბავშვს შეუძლია მასალის დაძლევა ამ ასაკიდან.
- მშობლებს რას ურჩევთ, როგორ უნდა მოიქცნენ, სანამ პატარას სკოლაში შეიყვანენ?
- პირველ რიგში, სანამ სკოლაზე მიდგება ჯერი, ბავშვები აუცილებლად უნდა ატარონ ბაღში, რათან ისწავლოს ბავშვებთან ურთიერთობა, დათმობა, ინფორმაციის გაცვლა, მიეჩვიოს დამოუკიდებლობას. ძირითად შემთხვევაში მშობლებს ვურჩევ, იყვნენ ყურადღებიანები, მოუსმინონ ბავშვების ნებისმიერ პროტესტს, ყოველთვის იფიქრონ, რომ პროტესტის დროსაც კი მართლები არიან ბავშვები, უბრალოდ შეიძლება ჩვენ არ გვესმის მათი, რატომ გამოხატეს პროტესტი, რატომ აქვთ კითხვები, მშობლებმა ამ დროს შეკითხვა დაუსვან საკუთარ თავს და არა ბავშვებს. შენიშვნა ამოიღონ ტერმინოლოგიიდან და გადავიდნენ ახსნაზე.
ბევრი უკითხონ, ზღაპრები, გასართობი, შემეცნებითი - ასაკზე გათვლილი ლიტერატურა, საბავშვო ჟურნალები, ფერადი, მხიარული. მეტი ამუშაონ ფერებზე, ფორმებზე, წელიწადის დროებზე, ციფრებზე. პატარას უკვე უნდა ჰქონდეს იმის აღქმა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ვინ არის, ვინ არიან მისი ახლობლები, ვინ არის მისი მეგობარი და ა.შ. მას სჭირდება მეგობრული საუბრები, ურთიერთობები თანატოლებთან, მოსმენა და ყურადღება. არ არის საჭირო მისი დატვირთვა ბევრი ინფორმაციით, იძულება, რომ ისწავლოს ბევრი ლექსი, იცოდეს წერა-კითხვა. ეს ყველაფერი მას წინ აქვს და ნუ გავუქრობთ ინტერესს.
mshoblebi.ge