'პროფესიულ სასწავლებლებს აქვთ პოტენციალი სოფლის მეურნეობაში სპეციალისტების მიწოდება გაზარდონ'
თარიღი : 19-05-2016, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური, არაფორმალური და არაოფიციალური პროფესიული განათლების განვითარების პროექტის პირველი ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი იმერეთის მასშტაბით ხორციელდება და მასში შემდეგი ჯგუფები: კოლეჯი "იბერია", დიდ ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძის სასწავლებელი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტი შედის.
პროექტის მიზანი პოფესიული და უმაღლესი სასწავლებლების პროფესიული განათლების განვითარება და ხელშეწყობაა, რათა სასწავლებლები სოფლის მეურნეობის სფეროში უფრო ძლიერად იყვნენ წარმოდგენილნი.
პროექტი ორწლიანია. მისი პირველი ეტაპი, რომელიც კვლევით მხარეს გულისხმობს დასრულდა და პროექტი მეორე ეტაპზე-აქტივობების განხორციელებაზე გადავიდა.
"ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სოფლის მეურნეობის სექტორში შრომის ბაზრის კვლევა იყო. ჩვენ გამოვკითხეთ როგორც კომპანიები, ისე კოოპერატივები და ფერმერები. აღმოჩნდა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს აქვთ პოტენციალი რომ გაზარდონ სოფლის მეურნეობაში სპეციალისტების მიწოდება, თუმცა მიწოდება და მოთხოვნა თანხვედრაში ბოლომდე არ არის, რაზეც შესაძლებელია მუშაობა",-განაცხადა "GeoWel"-ის მკვლევარმა დავით ჯიჯელავამ.
პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და ორგანზატორია "GeoWel GOAL_ORIENTED RESERCH". მთავარი პარტნიორი ორგანიზაცია კი "People in need" "ადამიანი გაჭირვებაშია".
მარუსა ხურციძე