Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში მცხოვრებმა ვეტერანებმა პრეზიდენტის მილოცვა და სასაჩუქრე ბარათები მიიღეს

თარიღი : 19-05-2016, 16:09 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
დღეს ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე რვა ვეტერანს, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, იმერეთის სამმართველოს წარმომადგენელმა ვანის მუნიციპალიტეტში ივანე ჯანჯღავამ და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ტაბიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პრეზიდენტის მილოცვა და "ავერსის" აფთიაქის 140 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გადასცეს.
http://topnews.com.ge/photo/news/20160519160847.png


მიმდინარე წლის 9 მაისს ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარიანი ვაუჩერები გამგებელმა ზაზა ხურციძემ პირადად გადასცა.

აღსანიშნავია რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხასთან ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეულ ვეტერანს 600 ლარი, ხოლო მარჩენალდაკარგულ ოჯახებს 300 ლარი გადაეცათ.


ნანახია: 2074-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარიანი ვაუჩერები და პრემიერ-მინისტრის
საჩუქარი მუნიციპალიტეტში 9 უხუცესს შეხვდა.
ვეტერანები მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან შეიკრიბნენ და ის გვირგვინებით შეამკეს.

ამინდი