სპორტის მინისტრი ქუთაისში გამარჯვებულ რაგბისტებს შეხვდა
თარიღი : 19-05-2016, 15:52 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქუთაისში სარაგბო კლუბ "ბაგრატი"-ს და სარაგბო კლუბ ,,აია“-ს წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა მათ ასევე საჭირო ინვენტარი გადასცა. ტარიელ ხეჩიკაშვილმა ,,ბაგრატს“ უმაღლეს ლიგაში გადასვლა მიულოცა. რაგბისტებს მინისტრთან ერთად, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის ვიცე-გუბერნატორები პაატა ნადირაძე და გიორგი ჭიღვარია შეხვდნენ.