ირაკლი ალასანია წყალტუბოს სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს სოფელ ქვილიშორს ესტუმრა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატ ივანე როყვასთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. სოფელ ქვილიშორში უკვე წლებია სასმელი წყლის პრობლემა აქვთ. ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის,რაც სასმელად უვარგისია. ირაკლი ალასანია 16:)0 საათზე სოფელ ჩუნეშს ესტუმრება,სადაც ასევე, მოსახლებოას შეხვდება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 მაისს, წყალტუბოს სოფელ წყალტუბოში არჩევნები გაიმართება,სადაც მოსახლეობა სოფლის მაჟორიტარს აირჩევს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 მაისს, წყალტუბოს სოფელ წყალტუბოში არჩევნები გაიმართება,სადაც მოსახლეობა სოფლის მაჟორიტარს აირჩევს.