საარჩევნო კურიოზი ქუთაისში-მანდარინის ეფექტი
თარიღი : 27-10-2013, 17:42 | კატეგორია: სხვადასხვა

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ქუთაისში დარღვევების გარდა, კურიოზიც დაფიქსირდა.
#86 საარჩევნო უბანზე მანდარინნაჭამ მოქალაქეს საარჩევნო კომისიის წევრები ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდნენ. აღნიშნულ უბანზე მისულ ამომრჩეველს მარკირების აპარატმა მარკირების სითხე დაუფიქსირა, რის გამოც კომისიის წევრებმა მოქალაქეს ხმის მიცემის უფლებაზე უარი უთხრეს.
„მოქალაქე ამტკიცებდა, რომ ის საარჩევნო უბანზე პირდაპირ სახლიდან მივიდა და შეუძლებელი იყო მის თითზე მარკირების სითხე ყოფილიყო. კაცი თავს იგიჟებდა ეხლახანს ავდექი საწოლიდან და აქ ხმის მისაცემად მოვედი. მე რისი გამყალბებელი ვარო,“ - განაცხადეს უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა.
საბოლოოდ მოქალაქეს სახლში წასვლა, ხელების დაბანა და ისევ უკან დაბრუნება ურჩიეს. რის შემდეგაც მან მარკირების პროცედურის გავლა და ხმის მიცემა შეძლო. ხოლო კითხვაზე რატომ მოხდა გაუგებრობა მის პირველ ვიზიტზე საარჩევნო უბანზე, მოქალაქემ განაცხადა, რომ მანდარინი ჰქონდა ნაჭამი. ხოლო მანდარინის წვენი მარკირების აპარატმა მარკირების სითხედ აღიქვა.