21 მაისს ხარაგაულის მუზეუმში 'მუზეუმების ღამე' გაიმართება
თარიღი : 18-05-2016, 20:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. მსოფლიო მასშტაბით მუზეუმებში ამ დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიება ეწყობა. აღნიშნულ თარიღს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმიც (დირექტორი ნინო დიდიძე) შეუერთდა.
მუზეუმების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუზეუმიდან მსვლელობა მოეწყო. ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ ხარაგაულელებს გზად წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი, მამა ანტონი (სულთანიშვილი), გამგეობის კულტურის, განათლების სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, ცენტრალური ბიბლიოთეკისა და გამგეობის თანამშრომლები შეუერთდნენ. თამაზ კიკნაძის სკვერში, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ხარაგაულის კულტურის სახლის თანამშრომლებმა, ძველი ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს. ღონისძიების ფარგლებში, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმში, „მოხალისე გიდებმა“ მსვლელობის მონაწილეებს მცირე ექსკურსი მოუწყვეს.
მუზეუმების კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, „მუზეუმების ღამე“ გაიმართება.