Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში საგზაო შემთხვევებისა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

თარიღი : 18-05-2016, 19:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა, 1994 კი დაშავდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების 2015 და 2016 წლების სამი თვის, იანვარ-მარტის სტატისტიკას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში სულ 1424 საგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან თბილისში 674. სამი თვის განმავლობაში, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა და 1994 დაშავდა. მათგან, თბილისში 26 დაიღუპა და 876 დაშავდა. დაღუპულებს შორის საქართველოს მასშტაბით 32 ქვეითია, აქედან თბილისში 14, დაშავებული ქვეითების რაოდენობა 445-ია, თბილისში 275.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 2015 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში 1322 საგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან თბილისში 619. დაიღუპა 135 და დაშავდა 1888 ადამიანი, აქედან თბილისში 18 ადამიანი დაიღუპა, 832 კი დაშავდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ყველა მონაცემის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას. მათი ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში საქართველოში საგზაო შემთხვევები 7,7%-ით არის გაზრდილი, თბილისში კი 8,9%-ით. დაღუპულთა რაოდენობა საქართველოში 5,9%-ით არის გაზრდილი, თბილისში 44,4%-ით. დაშავებულთა რაოდენობა საქართველოში 5,6%-ით გაიზარდა, თბილისში კი, 5,3%-ით.

რაც შეეხება ქვეითებთან დაკავშირებულ მაჩვენებელს, ანალოგიურ პერიოდში, 2015 წელს, იანვარ-მარტში საქართველოში 30 ქვეითი დაიღუპა, 396 კი დაშავდა. აქედან თბილისში 5 ქვეითი დაიღუპა, 257 კი დაშავდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში ქვეითების დაღუპვის შემთხვევები საქართველოში 6,67%-ით, თბილისში კი 180.00%-ით არის გაზრდილი. ქვეითთა დაშავების შემთხვევები საქართველოში 12,37%-ით, თბილისში კი 7.00%-ით არის გაზრდილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის, ეკატერინე ლალიაშვილის შეფასებით, აღნიშნული მონაცემები კატასტროფულია. ლალიაშვილი გამოსავლის გზებზე საუბრობს და პარლამენტის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

”პრევენციული ზომებია: საგზაო უსაფრთოების ეროვნული სტარტეგიისა და სამოქმედო გეგმის 2016-2020 წლების დამტკიცება მთავრობის მიერ სასწრაფო რეჟიმში და მის განხორციელებაზე მუშაობა. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, 4 წლის განმავლობაში რა კონკრეტული ღონისძიებები, ცვლილებები, რეფორმები უნდა გატარდეს, იმისთვის რომ 5- 10%-ით შემცირდეს სიკვდილიანობა გზებზე ერთი წლის განმავლობაში და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ღონე უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ. კანონპროექტი, რომელიც შსს-მ წარადგინა და თვეების განმავლობაში შეფერხებულია, ეს არის ერთ ერთი უმნიშველოვანესი, რომელშიც ქულების სისტემის შემოღება და ბევრი სხვა სასიკეთო ცვლილება იგეგმება, რაც მოახდენს სიკვდილიანობის პრევენციას. მძღოლებს ბევრად კანონმორჩილ და პასუხისმგებლიან საგზაო მოძრაობის მონაწილეებად ჩამოაყალიბებს. ამ კანონის შეფერხება ამდენი ხნით, როცა ამდენი ადამიანი გვეღუპება - დანაშაულია”, - აღნიშნა ეკატერინე ლალიაშვილმა.

commersant.ge


ნანახია: 524-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის ავტოავარიების სტატისტიკის მიხედვით, რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების
ავტომანქანის მოდელებში ყველაზე ნაკლებრისკიანია მაღალი გამავლობის მანქანებია, ხოლო ყველაზე მაღალრისიკიანია - ე.წ. კუპეები.
12 იანვარს, საღამოს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც უმძიმესი შედეგით დასრულდა -
მას შემდეგ, რაც ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმები განახევრდა, ქვეყანაში, განსაკუთრებით
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები 'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში' ხორციელდება, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.

ამინდი