Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„საავადმყოფოები მეტი თანხის მისაღებად პაციენტის მდგომარეობას ხელოვნურად ამძიმებენ“

თარიღი : 18-05-2016, 19:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
„ქვეყანამ 2010 წლიდან ჯანმრთელობის დაზღვევის განვითარების კუთხით ევროპულ კურსს გადაუხვია“ - ამის შესახება საუბარია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში რომლის ავტორიც მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავაა.

ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული მოდელი

ავტორის აზრით, 2008 წელს არსებული სახელმწიფო ჯანდაცვის სადაზღვევო მოდელი პროგრესული იყო, თუმცა 2010 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა პაციენტების უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდა.

„2008 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად კონკურენტული სადაზღვევო სისტემა იქნა შემოღებული. სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვაში მონაწილეობის, ხოლო დაზღვეულებს სადაზღვევო კომპანიების თავისუფალი არჩევანის უფლება. კონკურენტული მოდელის შემოღებით საქართველო ეხმიანებოდა მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და პროგრესულ ხედვას.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში კონკურენტული გარემოს შექმნის უმნიშვნელოვანეს ელემენტს სადაზღვევო ვაუჩერის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის, შემოღება წარმოადგენდა. სოციალური მომსახურების სააგენტო მოქალაქეს გადასცემდა ვაუჩერს სამედიცინო დაზღვევის დასაფინანსებლად. ვაუჩერის მფლობელ მოქალაქეს ან ბენეფიციარ ოჯახს ჰქონდა სადაზღვევო კომპანიის თავისუფალი არჩევანის უფლება", - აღნიშნავს თენგიზ ვერულავა.

სტატიის ავტორს მნიშვნელოვან რეგრესად მიაჩნია ის, რომ 2010 წლიდან შეიცვალა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების წესები. დაზღვეულს ჩამოერთვა სადაზღვევო კომპანიის თავისუფლად არჩევის უფლება და იგი შეიცვალა კონკრეტულ კომპანიასთან სავალდებულო ურთიერთობით. საქართველოს ტერიტორია პირობითად დაიყო 26 სამედიცინო უბნად. დაზღვეული სადაზღვევო ვაუჩერით ხელშეკრულებას აფორმებდა საცხოვრებელი ადგილის შესაბამის სამედიცინო რაიონში გამარჯვებულ კომპანიასთან. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიებს დაეკისრათ გაზრდილი ვალდებულებები შემცირებული პრემიის პირობებში.

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებისათვის ყველაზე პრობლემატური იყო ის, რომ მათ საქმიანობის წარმოების სამედიცინო რაიონებში დაეკისრათ თანამედროვე, მაღალი სტანდარტის საავადმყოფოების აშენება.

ყოველივე აქედან გამომდინარე, თენგიზ ვერულავა მიიჩნევს,რომ 2010 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის გაქრობას და კონკრეტულ რეგიონებში კომპანიები მონოპოლისტებად ჩამოყალიბდნენ.

„ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარს არამარტო სადაზღვევო კომპანიის არჩევის უფლება წაერთვა, არამედ არანაკლებ უმთავრესი უფლება - თავად აერჩია სააავადმყოფო, ვინაიდან პაციენტი იძულებული გახდა შემოფარგლულიყო მის რაიონში მოქმედი სადაზღვევო კომპანიის, მისი კლინიკის და ექიმის მიერ შეთავაზებული მომსახურებითა და პირობებით. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ირღვეოდა ,,პაციენტის უფლებების შესახებ" კანონის მე-5, მე-7 და მე-8 მუხლები", - ნათქვამია სტატიაში.

საყოველთაო დაზღვევა და რისკები


ახალმა მთავრობამ საერთოდ არ მოისურვა კონკურენტული სისტემის მშენებლობა და რაიონული ერთი გადამხდელის არაკონკურენტული სადაზღვევო სისტემა, ქვეყნის მასშტაბით ერთი გადამხდელი სისტემით შეცვალა.

„2015 წლის I კვარტლის მონაცემებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების მოხმარების მაჩვენებელი 314%-ით გაიზარდა, რაც მიგვანიშნებს, რომ საავადმყოფოები მეტი თანხის მისაღებად ახდენენ პაციენტის მდგომარეობის ხელოვნურ გაურგენტულებას. აღნიშნული უარყოფითი მოტივაციები განსაკუთრებით შეინიშნება ისეთ ქვეყანებში, სადაც მოქმედებს ერთი გადამხდელის მონოპოლური სისტემა. იგი განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში, რადგან სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც ერთადერთ გადამხდელს, არ გააჩნია არც შესაბამისი რესურსები და არც სათანადო კადრები, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ზედამხედველობა.

ამისგან განხვავებით, კონკურენტული მოდელის დროს სახელმწიფოსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს შორის ერთვებიან სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ხარჯების კონტროლის და შეკავების მიზნით ფართოდ იყენებენ სამედიცინო ორგანიზაციების (ექიმები) მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისა და მართვის მეთოდებს (უტილიზაციის მენეჯმენტი). მისი ერთ-ერთი ფორმაა მოთხოვნის მენეჯმენტი, რაც გულისხმობს ისეთ ქმედებებს, რომლებიც გავლენას მოახდენენ მომავალში სამედიცინო სერვისების მოთხოვნაზე. მაგალითად, ექიმის მიერ ყოველდღიურად ოცდაოთხსაათიანი სატელეფონო რჩევების განხორციელება პაციენტებზე. ასეთი სახის კონსულტაციები მკვეთრად ამცირებენ სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნებს და შესაბამისად ხარჯებს.

ჯანდაცვის სისტემაში ბოლო წლებში მიმდინარე რეფორმების ევროპულ გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის კონკურენტული მოდელი სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხარჯების შეკავების ეფექტური მექანიზმია. სამწუხაროდ, საქართველომ გადაუხვია მართული კონკურენციის პრინციპებს და იგი გაცვალა საავადმყოფოების აშენების პრიორიტეტზე, ანუ მსხვერპლად შეეწირა ჰოსპიტალს", - ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


ნანახია: 678-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.
ცნობილი გახდა იმ ცვლილებების დეტალები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შედის.
წულაია მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიებს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ფუნქცია უნდა დარჩეთ და ისინი წამლის ბიზნესს,
რა დაბრკოლებებს აწყდება ჩვენი მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისას?
"არსებულ ვითარებაში კი პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს კი წამლის შეძენაც კი არ შეუძლიათ".
ავტომანქანის მოდელებში ყველაზე ნაკლებრისკიანია მაღალი გამავლობის მანქანებია, ხოლო ყველაზე მაღალრისიკიანია - ე.წ. კუპეები.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები 'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში' ხორციელდება, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაზის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს.

ამინდი