Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უბისის მონასტერს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდება

თარიღი : 18-05-2016, 16:34 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე უბისის მონასტერს ესტუმრნენ.

სტუმრებმა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, რესტავრაცია უბისის მონასტერს ჩაუტარდება. ასევე, საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა და სველი წერტილები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 1 422 609 ლარს შეადგენს.

პროექტის მიზანი საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების ხელშეწყობაა.


ნანახია: 2042-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამავდროულად მიმდინარეობს მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები.
პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის
პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

ამინდი