ჭიათურის მუნიციპალიტეტში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი განხორციელდება
თარიღი : 18-05-2016, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები

მოლდოვაში, კიშინიოვსა და სოროკაში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის- „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ (COMUS), მეორე რეგიონული კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე მოლდოვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი, ადგილობრივი პროექტის მენეჯერი ხათუნა ცერცვაძე და სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი დავით მაჭავარიანი იმყოფებოდნენ.
პროექტის ძირითადი მიზანი, კულტურული მემკვიდრეობის რესურსების მეშვეობით, სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაა ისტორიულ ქალაქებში.
აღნიშნულ შეხვედრაში, პროექტში ჩართული ხუთი ქვეყნის ( საქართველო,მოლდოვა,უკრაინა,ბელორუსია,სომხეთი) ცხრა საპილოტე ქალაქის, მათ შორის საქართველოდან ჭიათურისა და დუშეთის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ (COMUS) ფარგლებში და მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ასოციაციის პარტნიორობით, საქართველოს მასშტაბით პილოტურ სადემონსტრაციო ქალაქად შეირჩა.
ორი წლის განმავლობაში, ევროპის საბჭოს მიერ შემოთავაზებული ახალი მეთოდოლოგიები და მიდგომები ურბანული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-შენარჩუნებისათვის და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვისათვის დაინერგება.