გიორგი მარგველაშვილმა ტრადიციული სამოსის გამოფენა დაათვალიერა
თარიღი : 18-05-2016, 14:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ეროვნული სამოსის გამოფენას პრეზიდენტი ესტუმრა.
გიორგი მარგველაშვილმა, გუბერატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, ოქროს ჩარდახში ტრადიციული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების,"ვეფხისტყაოსნიდან" წარმოდგენილი ფრაგმენტების გამოფენა დაათვალიერა.

გამოფენაზე მონაწილეობა, თავიანთი ხელნაკეთი ნივთებით, სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გამოფენის ორგანიზატორია ბარ-რესტორანი "პალატი" და PRO motion GEORGIA.

,,აქ გამოფენილია ნამუშევრები თექაზე, ნახატები, ძველი იარაღები და ა.შ. შესრულდა სიმღერები და "შავფაროსანთა" გამოსვლა. პრეზიდენტმა ადგილობრივი წარმოშობის ღვინო დააგემოვნა. ამ ღონისძიებით, ჩვენ ვუერთდებით ინიციატივას, შევქმნათ ეროვნუოი სამოსის დღე,"- განაცხადა PRO motion GEORGIA-ს ხელმძღვანელმა კოტე ნაჭყებიამ.
ღონისძიების ბოლოს სტუმრებისათვის ქართული ხალხური სიმღერები შესრულდა.
მარუსა ხურციძე