Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრეზიდენტმა ქუთაისელ სტუდენტებთან ქალაქისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა

თარიღი : 18-05-2016, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა.

აღნიშნულ ლექციაზე, პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ისაუბრა და ყურადღება ადამიანისა და ქვეყნის თავისუფლებაზე გაამახვილა. მისი განმარტებით, ქართველი ერის თავისუფლების საფუძველი საქართველოში ევროპული სისტემებისა და ღირებულელებების გაძლიერებაა.

,,მე ვერ ვხედავ განსხვავებას საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ადამიანსა და დღევანდელ ადამიანს შორის. აზროვნება ერთნაირია მხოლოდ სისტემაა სხვადასხვა,"- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტმა არჩევნების მნიშვნელობაზე, ქუთაისში პარლამენტის არსებობასა და განათლების სისტემაზე, ქუთაისის სავარაუდო ფუნქციების შესახებაც ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს არჩევნების მნიშვნელობა განუმარტა და განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმის მაღალი მაჩვენებელია. მისივე თქმით, არჩევნებზე არ მისული მოქალაქე ქვეყანაში ვერაფერს შეცვლის, რადგან მან არ დაავალდებულა პოლიტიკოსი, რომ მას ემსახუროს.

რაც შეეხება ქუთაისის, როგორც საპარალამენტო ქალაქის სტატუსს, პრეზიდენტის განცხადებით, პარლამეტმა ქუთაისს ფინანსური მოგება მოუტანა.

,,ქუთაისს პარლამენტის მოწყვეტა გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის. მას უნდა ჰქონდეს უფრო მეტი ეკონომიკური და ბიზნესს დატვირთვა. პარლამენტის ქუთაისში ყოფნით მე ვერ დავინახე ამ ქალაქის პოლიტიკური გააქტიურების ზრდა,"-ამბობს მარგველაშვილი.

პრეზიდენტმა ქუთაისის, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქის მნიშვნელობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და ასევე პროფერ-მასწავლებლების გადამზადების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მარგველაშვილის თქმით, ქუთაისის აქვს ის, რაც არც ერთ ქალაქში არ მოიპოვება.

,,ეს არის ღია კაფეები და სკვერები, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან და ქმნიან სოციალურ სივრცეს. ამ კუთხით, ქუთაისმა ჩემი თბილისური ბავშვობის გამოცდილება გამახსენა, რომელიც ქალაქმა უკვე დაკარგა,"-აცხადებს მარგველაშვილი.

შეხვერდის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2274-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა,
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის
სხდომა უხუცესმა დეპუტატმა რევაზ არველაძემ გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში, ქართულ დიასპორას შეხვდა.

ამინდი