Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს რეაბილიტირებული შენობა გადასცეს

თარიღი : 18-05-2016, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალი- დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი, რომელიც 8 წელი შენობის გარეშე იყო დარჩენილი, ახალ შენობაში განთავსდა. მუზეუმის ახალ შენობაში გადასვლის საზეიმო ღონისძიება მუზეუმების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160518131920.png


დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი 1993 წლის 24 ნოემბერს ქ. ქუთაისის მერიის № 761 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა და ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაში განთავსდა.

1995 წელს მუზეუმს ცისფერყანწელთა №7-ში მდებარე შენობა გადაეცა, რომელსაც 2008 წელს ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის დროს დემონტაჟი გაუკეთდა.
2008 წელს მუზეუმი ჯერ ზ.ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, ხოლო შემდგომ გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის შენობაში გადავიდა. 2014 წლიდან მუზეუმი დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში ფუნქციონირებდა.

ქუთაისის საკრებულოს დადგენილებისა და ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის მიმართვის საფუძველზე, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა ნიუპორტის ქუჩა №7-ში მდებარე ფართი. აღნიშნულის შემდეგ ფართს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს ქალაქის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მუზეუმის საქმიანობას ქალაქის ისტორიის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის მოპოვება და არქივირება წარმოადგენს.

ამჟამად, მუზეუმის ფონდში დაცულია 5000 ფოტოსურათი, 300 000 ფოტონეგატივი, 110 კომპაქტდისკი 30 000 კადრით, 40 ყუთი 16მმ-იანი და 5 ყუთი 35მმ-იანი კინოფირი, რომლებზედაც ასახულია ქ. ქუთაისის ყოფა-ცხოვრების ასწლოვანი ისტორიის კადრები.

მუზეუმში ინახება ათეულობით ათასი ფოტონეგატივი და ათასობით ფოტოსურათი, რომელთა დამუშავება-იდენტიფიკაცია პერიოდულად მიმდინარეობს.


ნანახია: 787-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი 1993 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის მერიის №761 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა და
შენობის გარეშე დარჩენილი მუზეუმი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში არსებულ სხვადასხვა დაწესებულებას აფარებდა თავს.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
გამოფენა ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა.
ა(ა)იპ 'ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება' 1-ელ ოქტომბერს 12:00 საათიდან 20:00
გაერთიანებამ საახალწლო კონცერტი ოპერის თეატრში გამართა.
ცენტრი გათვლილია როგორც ბავშვების, ისე თინეიჯერების გართობაზე. ცენტრში მათ შეუძლიათ გაატარონ სასიამოვნო და სახალისო დღე. გასართობ პროგრამას წარმოადგენენ მსკ
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი თასის მოქმედი მფლობელია.

ამინდი