გიორგი მარგველაშვილი: მიხარია, რომ ქუთაისში ვარ და ქუთაისელებთან ერთად მშვენიერ განწყობას ვიზიარებ
თარიღი : 17-05-2016, 18:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეამ საერთაშორისო ფორუმს პირველად უმასპინძლა.
„ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის ფარგლებში, გალერეაში გამოფენა მოეწყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს.
აღნიშნულ გამოფენაზე 25 ქვეყნის წარმომადგენელი მხატვრის ნამუშევარი, ასევე, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და ინსტალაციები ნახატები იყო წარმოდგენილი.
,,მრავალი ათწლეულია, რაც ქუთაისი ქართული კულტურისა და ხელოვნების მთავარი ადგილია. აქედან მოიდოდა ის ემოცია, რაც მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ხდებოდა. მიხარია, რომ დღეს ქუთაისში ვარ და ქუთაისელებთან ერთად მშვენიერ განწყობას ვიზიარებ,"- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
"ყველას მოვუწოდებ, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს და იმ ნამუშევრებით დატკბეს, რაც ქალაქ ქუთაისშია წარმოდგენილი. ქალაქში, რომელიც არის კულტურის ცენტრი,"- აცხადებს ქუთაისის მერის შოთა მურღულია.
ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიება: მასტერკლასები, მხატვრებთან და სტუდენტებთან შეხვედრები იგეგმება.
მარუსა ხურციძე