ქუთაისში კადეტთა ლიცეუმმა საქართველოს პრეზიდენტის ლექციას უმასპინძლა
თარიღი : 17-05-2016, 17:33 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, კადეტთა ლიცეუმში, გიორგი მარგველაშვილის საჯარო ლექცია ევროპული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაიმართა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა და კადეტებმა პრეზიდენტისაგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.
,,მას შემდეგ რაც აქ შემოვედი, ძალიან პოზიტიურად განვეწყვე. თქვენი სახით ქვეყნის სიძლიერე დავინახე. კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელს, რომელიც ასე ძლიერად მართავს ლიცეუმს, მადლობას ვუხდი,"-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ამის შემდეგ პრეზიდენტი დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში უცხოელი მხატვრების შესრულებულ ნამუშევრებს დაათვალიერებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ქუთაისის სხვადასხვა მნიშვნელოვან ობიექტს მოინახულებს.