Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი დიდი ეკონომიკური ფორუმისათვის ემზადება

თარიღი : 17-05-2016, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში ბათუმის, თბილისის, რუსთავის, გორისა და ფოთის ეკონომიკური სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ.

მათი შეკრების მიზეზი ქალაქების ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნა და მომავალ თვეში დიდი ეკონომიკური ფორუმის გამართვის ორგანიზებაა.

ქუთაისის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის პრეზენტაცია სტუმრებს ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა წარუდგინა.

შეხვედრას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალო მონაწილებას სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში იღებდნენ.

აღნიშნული სამსახურის უფროსებმა ე.წ . SWOT ანალიზი დაწერეს, რაც ქალაქების ეკონომიკური განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას, ასევე საფრთხეებისა და შესაძლებლობების გამოვლენას ითვალისწინებს.

დიდი ეკონომიკური ფორუმი ქუთაისში 9 ივნისს გაიმართება.


ნანახია: 1988-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერია და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ყველა დაინტერესებულ დარგის
ქუთაისის თვითმმართველობის სახელით პრეზენტაცია მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის
პრეზენტაციაზე უკრაინული მედიის წარმომადგენლები და წამყვანი ტურისტული კომპანიები იყვნენ მიწვეული.
უახლოეს მომავალში ქუთაისს ეკონომიკური განვითარების გეგმა და ბიზნესსუბიექტების ბაზა ექნება.
ქუთაისის მერიაში ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ამინდი