18 მაისს ხონის ისტორიული მუზეუმი განსაკუთრებულად აღნიშნავს
თარიღი : 17-05-2016, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. როგორც topnews.com.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ხონის ისტორიული მუზეუმი ღია კარის დღეს აცხადებს და დაინტერესებულ პირებს შემდეგ ღონისძიებებს სთავაზობს:
18 მაისი დილის 10 საათიდან - ღია კარის დღე ხონის ისტორიულ მუზეუმში, სადაც გამოფენილი იქნება ხელნაწერი დოკუმენტები, საბრძოლო იარაღები.ეზოში ეთნოგრაფიული ნივთები.იქვე, გაიმართება სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ადგილზევე შესრულდება ჩანახატები.
19 მაისი, 12:00 საათი - ირაკლი აბაშიძის სახლ– მუზეუმი, სადაც დაგხვდებათ განახლებული ექსპოზიცია,გაიმართება პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება,რომელშიაც მონაწილეობას მიიღებენ მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
21 მაისი, 18:00 საათი- ისტორიული მუზეუმის ეთნოგრაფიულ ეზოში გაიმართება ფოლკლორის და პოეზიის საღამო. მოეწყობა გამოფენები.