"ქუთაისს ყველაზე მთავარი პრობლემა ის აქვს, რომ ქალაქი ფაქტობრივად გაჩერებულია'
თარიღი : 17-05-2016, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი ქუთაისში, ბიზნესისა და ზოგადად ქალაქის პრობლემებზე საუბრობს.
ბიზნესმენის თქმით, ქუთაისის მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ქალაქი გაჩერებულია.
„ ქუთაისი ისეთი ქალაქია, სადაც ჯერ კიდევ დიდ ყურადღებას აქცევენ ოჯახისშვილობას და წარმომავლობას. ქუთაისელობაც სწორედ ესაა, რომ ოჯახებით ნაცნობობა აკავშირებთ და ერთმანეთის გასაჭირიც იციან. ამიტომაც, ჩემი აზრით, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატიც აქ დაბადებული, გაზრდილი და აქ მოღვაწე უნდა იყოს, რომელმაც კარგად იცის ქალაქის პრობლემები და გული შესტკივა მასზე. ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნებისთვის ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ხუთივე ადამიანი ღირსეული ქართველია და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ისინი რომ აწი დაიწყებენ ქალაქის მაცხოვრებლების გაცნობას, ქუთაისისთვის უკვე გვიანი იქნება. გული მწყდება, რომ ქალაქში ვერ მოიძებნა ისეთი ადამიანები, ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც ღირსეული მაჟორიტარები იქნებიან. ყველა ქველმოქმედი და კეთილი საქმის მქნელი პარლამენტარი არ უნდა გახდეს. ბავშვთა სახლებს რომ ეხმარები და ეკლესიებს სამომავლო გათვვისთვის აშენებ, ეგ უკვე აღარაა ქველმოქმედება- თუ გაეცი, სანაცვლოდ არაფერს არ უნდა ითხოვდე. კიდევ ერთი სენი გვჭირს ქართველებს, რომ უცხოეთში მიღებულ განათლებას ვთვლით პრივილეგიად, არა და ბევრი აქ უნივერსიტეტ დამთავრებული ადამიანი გამოირჩევა აზროვნებით, განათლებითაც და ადამიანური, ღირსეული ქმედებით.
ქალაქს ყველაზე მთავარი პრობლემა ის აქვს, რომ ფაქტობრივად გაჩერებულია. ქუთაისი არ არის რეგიონი, ეს ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი იყო, დღეს კიდევ საცხობებითა და ტექნიკის მაღაზიებითაა სავსე, რომლითაც ბიზნესი არ განვითარდება. ქალაქში ხარისხიანი პროდუქციის შექმნა ჭირს და ქალაქიც შეჭამა სიიაფემ- ამ ქალაქში ფასი არაფერს აქვს. ამიტომაცაა საჭირო აქაური მაჟორიტარი და მასთან ერთად ქალაქის მმართველობაც იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ქალაქს სერიოზული სტატუსი მიენიჭოს, რომელიც ჯერ ვერ მოუფიქრეს და დაიწყოს მისი გამოცოცხლება. სახელმწიფომ და ბიზნესმა კონკრეტული მიმართულებით უნდა იმუშაოს და პრემიერ-მინისტრიც ცალ-ცალკე, სექტორების მიხედვით უნდა შეხვდეს ბიზნესმენებს და ისე მოისმინოს მათი პრობლემები. რამდენიმე ასეულ ბიზნესმენთან ერთაობლივი შეხვედრა კონკრეტულ პრობლემებს ვერ გადაჭრის- თითოეულის პრობლემა და ინტერესებიც განსვავებულია. ეკონომიკის მინისტრი სამუშაო ვიზიტით არასოდეს მინახავს ქალაქში, არა და ქალაქის პოტენციალის სწორად განსასაზღვრად, პირველ რიგში მან უნდა მოისმინოს ეს პრობლემები. მე და ჩემს ოჯახს ქალაქისთვის ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული- 1992 წლიდან ბიზნესში ვარ და ვადევნებ თვალს რა მდგომარეობაშია ქუთაისი და ვიცი, ვინ როგორ ცხოვრობდა, ცხოვრობს და იცხოვრებს აწი. მიუხედავად ყველაფრისა, არ ვაპირებ გაჩერებას, მთავარია ქუთაისით დაინტერესდნენ და ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს მის მიმართ მავნებლური ტენდენცია,“ - აცხადებსამბერკი დვალიშვილი.