Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

თარიღი : 17-05-2016, 13:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამავდროულად მიმდინარეობს მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები.
http://topnews.com.ge/photo/news/20160517134115.png


სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
http://topnews.com.ge/photo/news/20160517134204.png

http://topnews.com.ge/photo/news/20160517134029.png


პროექტის ფარგლებში უბისის მონასტერთან გაკეთდება: საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა და საპირფარეშო. პროექტის ღირებულება 1 422 609 ლარია. გარდა ტურისტული ინფრასტუქტურისა მიმდინარეობს უბისის მონასტრის რესტავრაცია. პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომლებსაც გაუუმჯობესდებათ სოციალური მდგომარეობა. რეგიონში ჩასულ ტურისტებს კი შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნონ იმერეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ისარგებლონ ძეგლების მიმდებარედ გამართული ინფრასტრუქტურით.


ნანახია: 494-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურაც.
პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის
პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
რეაბილიტირებული გზა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ
სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.
ქუთაისში, ოპერის თეატრთან პარტია 'თავისუფალი საქართველო'-ს და 'თავისუფალი დემოკრატების' მერობის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები და პატიული სიის ათეული
ქუთაისის 'ტორპედო'-სა და თბილისის 'დინამოს' შორის ქუთაისში გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ამინდი