ქუთაისში მყოფი გერმანელი სტუმრები ქველმოქმედების სურვილს გამოთქვამენ
თარიღი : 17-05-2016, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გერმანელი სტუმრები მიიღო. გერმანელები ქუთაისში ქართულ-გერმანული ურთიერთობის ცენტრის მოწვევით იმყოფებიან. გერმანელები რამდენიმე წელია საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან, ძირითადად ისინი შშმ პირებს ეხმარებიან. როგორც სტუმრებმა ქალაქის მერთან შეხვედრაზე განაცხადეს, საქველმოქმედო საქმიანობას 2015 წლიდან ქალაქ რუსთავში ეწევიან. მათ სურთ მსგავსი ტიპის პროექტები ქუთაისშიც განახორციელონ.